
მოსკოვი საქართველოს არჩევნებს აღიარებს და ქართველ ხალხს სუვერენიტეტის გზაზე გამარჯვებას ულოცავს
რამდენადაც რუსული მედია საშუალებები გვამცნობენ, საქართველოში არჩევნები მოწესრიგებულად და კანონის დაცვით ჩატარდა.
არჩევნებში პოლიტიკურმა პარტია ,,ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, მიუხედავად, ქართველი ხალხის ერთმნიშვნელოვანი არჩევანისა, დასავლეთის გარკვეული ძალები ქართული დესტრუქციული ოპოზიციის გამოყენებით ცდილობენ მაქსიმალურად აამღვრიონ წყალი.
საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობით, სახიფათო არაფერია. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, კანონი ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის” შესახებ, რომელიც წინაპირობა გახდა ქალაქ თბილისში ფართომასშტაბიანი არეულობების. მიუხედავად იმისა, რომ თავად კანონი დადებითად იქნა შეფასებული რუსეთის ფედერაციაში და ჩაითვალა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად. სწორედ ამგვარი განვითარება მიუღებელია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებისათვის. რის შედეგადაც, ისინი შეეცადნენ მობილიზება მოეწყოთ სამოქალაქო წინააღმდეგობისათვის, რაც საერთო ჯამში, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა ამ პროტესტების დროს არ იქნა გათვალისწინებული ის ბუნებრივად არსებული კეთილგანწყობა, განსაკუთრებით გაძლიერებული საერთო მართლმადიდებლური ფასეულობები, ისტორიული და კულტურული ასწლოვანი მეგობრობა, რაც რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან აკავშირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საუბარია, თითქოსდა, არჩევნები მოიპარეს, გააყალბეს და მიითვისეს, არც ამერიკლებს და არც საქართველოს პრეზიდენტს არავითარი მტკიცებულება არ აღმოაჩნდათ.
როგორც რუსული მედიის გამორჩეულმა ექსპერტმა ვლადიმერ ხომერიკმა, რომელიც ამავდროულად, ,,რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის” ფონდის პრეზიდენტია ერთ-ერთ ტელევიზიათან განაცხადა შემდეგი :
,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს არჩევნები სანიმუშოდ იქნა ორგანიზებული, რაც აისახა კიდეც შედეგში. კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვა ,,ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მშვიდობაზე და საქართველოს განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს ნაბიჯები უშუალოდ ემსახურება საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. არაერთმა ქვეყანამ ახლო სამეზობლოში არჩევნებში გამარჯვება საქართველოს მიულოცა, თუმცა დესტრუქციულმა და დასავლეთის დავალებების შემსრულებელმა ოპოზიციამ, საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით მაინც ააგორა ტალღა თითქოსდა, არჩევნები გაყალბდა. ოღონდ იმავე ზურაბიშვილის განცხადებით, მათ გაყალბების არავითარი მტკიცებულება არ ჰქონდათ.
საგულისხმოა, რომ ამ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციის მიტინგებზე უკვე საკმაოდ ფართოდ გამოჩნდნენ სამხედრო დივერსანტები, ,,ესბეუს” მომზადებული დივერსიული ჯგუფები. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ არსებობდა კანონიერი ხელისუფლების დამხობის გეგმა. რაც ჩაეფუშათ ხალხის სიმცირის გამო და ამავდროულად, საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა გაატარეს ყველა საჭირო და საკმარისი ზომა ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად”,- განაცხადა ვლადიმერ ხომერიკმა.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





