• November

    1

    2024
  • 77
  • 0
მოღალატე ოპოზიცია და მართული პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციას განაგრძობს

მოღალატე ოპოზიცია და მართული პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს და საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციას განაგრძობს

26 ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიების დაწყებიდან 48 საათზე მეტი გავიდა. მოღალატე და აგენტურული ოპოზიცია და მართული პრეზიდენტი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და საგამოძიებო უწყების დისკრედიტაციას განაგრძობენ.

სალომე ზურაბიშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. განცხადება აღნიშნულის შესახებ შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.

პროკურატურამ გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პრეზიდენტის, რადიკალური ოპოზიციის, მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებისა და ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

მმართველი პარტია მოუწოდებს, ყველა მხარეს, რომელსაც აქვს სავარაუდო გაყალბების ფაქტზე ინფორმაცია, მოეშვან სპეკულაციებს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

თუ ე.წ პრეზიდენტისა და რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს დავეყრდნობით, არჩევნები გაყალბდა და ისინი ამის ამსახველ კონკრეტულ ინფორმაციებსაც ასაჯაროვებენ, თუმცა, როცა ჯერი გამოძიებაზე მიდგა, ისინი გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და ინფორმაციის მიწოდებაზე უარს ამბობენ. ამის პარალელურად, დესტრუქციული ძალები მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებენ, როგორც პროკურატურის, ასევე ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor