
მოწამლული ბავშვის ჯანმრთელობა იაშვილის ექიმების მიერ სტაბილურად ფასდება, თუმცა დასადგენია ინტოქსიკაციის წყარო
ჩვენ, გუშინ და დღეს, მოგითხრეთ მცირეწლოვანი ბავშვის თაობაზე, რომელიც რამდენიმე დღეა ინტოქსიკაციის ნიშნებით იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობს. ( იხ:https://geonews.org.ge/%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%96%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91/ )
ამასთან დაკავშირებით, გუშინ, თავად კლინიკამაც ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც მიუთითეს ფაქტის შესახებ, თუმცა არ მიუთითეს პატარას ინტოქსიკაციის გამომწვევ მიზეზზე, რამაც ჩვენი ინფორმირებული წყაროს თანახმად, ბავშვის საახლობლო წრეში, უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც ბავშვი არ მოწამლულა ე.წ. ჩუპა-ჩუპსით, არამედ სასმელი წყლით „ბაკურიანი ციდათი“, რაზეც შესაბამისს საწარმოში, როგორც უკვე გაუწყეთ, შესულია „სურსათის ეროვნული სააგენტო“, რომელიც საკუთარი ადმინისტრაციული უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს მოკვლევას, რის შესახებაც სააგენტომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ჩვენ შევძელით აღნიშნულ საკითხზე კომენტარი იაშვილის კლინიკის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ქალბატონი ნუკი პაპუნაშვილისაგან მიგვეღო, რომელმაც განაცხადა შემდეგი :
,,ბავშვის ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, ამის შესახებ ჩვენ განცხადებაც გავაკეთეთ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ მაქვს და დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვერაფერს გეტყვით მოწამვლის გამომწვევ მიზეზზე, რადგან ამ ინფორმაციას არ ვფლობ”.
,,GEO NEWS” ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს და შესაბამისს სიახლეებს ეტაპობრივად მოგაწვდით.
თამთა მაისურაძე





