• September

    24

    2024
  • 61
  • 0
მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – ETERNITY 2024 დაიწყო

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება – ETERNITY 2024 დაიწყო

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლების – ETERNITY 2024 გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ჩატარდა.

სწავლების საშტაბო და საველე კომპონენტებში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ სწავლების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სწავლების წარმატებით აღსრულება უსურვა. სწავლების სცენარის მიხედვით, ვაზიანის საწვრთნელ რაიონში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვა გათამაშდება.

ETERNITY 2024 მრავალეროვნულ გარემოში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და საგანგებო სიტუაციების დროს კომუნიკაციის დახვეწას, ასევე რისკების მართვასა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor