• September

    8

    2024
  • 117
  • 0
მუქარა პოლონეთიდან, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გაურკვევლობა და დუშეთის სამმართველოს გაოცება ?!

მუქარა პოლონეთიდან, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გაურკვევლობა და დუშეთის სამმართველოს გაოცება ?!

წინა წერილში ( სათ: მუქარა პოლონეთიდან და დიდუბეჩუღურეთის სამმართველოს მდუმარებაჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვინმე გოჩა არჩაიამ შემოაღწია ,,Geo News”-ის ფეისბუგ ჯგუფში, დაატრიალა მუქარების კორიანტელი, შეუარხყოფა მიაყენა ჩვენს ძალოვან მაღალჩინოსან მეგობარს, რომელსაც დაემუქრა დაგროვილი ვარსკვლავების გადაყლაპვით ( ალბათ,,, პაგონებს” გულისხმობდა ) და მანქანის აფეთქებით დააგვირგვინა თავის ქვეცნობიერებაში დაგროვილი ბოღმა. ჩვენ აღნიშნული ფაქტი ვაცნობეთ შსს-ს ( 112 -ს ) , რის შემდეგაც დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში დაიწყო გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ მუქარაზე და არა სავარაუდო კიბერდანაშაულზეც. წერილის გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთი ჩვენთაგანი გამოიკითხა, არა მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში, არამედ ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტშიც.

გვეგონა ვულკანი სახელწოდებით ,, არჩაია “ აღარ ამოაქრქვევდა ლანძღვა-მუქარებს და, წარმოიდგინეთ, ტკბილ საუბარსაც კი, რომელშიც იკვეთება არჩაიას კულინარული მიდრეკილებები : ,,  შენ ბუზიც კი გაგერიდება. წერეთლის გამზირი კონტროლზეა აყვანილი,  ბოლი თუ დაინახე შენი აივნიდან, ჩათვალე, ზუგდიდი ცეცხლის ალშია…შემდეგი კახეთია, სოფ. ბაისუბანი… 20 -ში გეტყვი ყველაფერს შენს აივანზე, ჭადი და ყველი ჩემზე იყოს, შენ გამოაცხობ, მოვფრინავ “. მისი ტექსტების მიხედვით, ეს ადამიანი არის ძალზე არამდგრადი ფსიქიკის პიროვნება, ,, უბერავს ” ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებით : ჩემი და ხარ, როგორ მიჩივლე, ცრუ მომჩივანი ხარ, ,, სუსი”-ის აგენტიც და ,, ნაციონალიც”, რით ვერ გაიგე ლილუაშვილზე ვმუშაობ, სახელმწიფო საქმეს ვაკეთებ, ბურჭულაძეზეც ვმუშაობ, ჯარისკაცი ვარ, დააჩქარებინე გამოძიება, ერთი სული მაქვს მივიდე პოლიციაში, რატომ არ მირეკავენ ?….( იცინის ). დგება ლოგიკური კითხვა: რატომ ვესაუბრებით დღემდე ? პირველი, იძულებით ვესაუბრებით, რადგან დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსობა, როგორც ჩანს, არ დგას სათანადო სიმაღლეზე, თუმცა, ვაღიარებთ, რომ იქ ბევრი ღირსეული და პროფესიონალი თანამშრომელია. ასევე, ვსაუბრობთ მასთან იმიტომ, რომ ჩვენ პირადად ვთვლით, რომ ეს ადამიანი არის არაადეკვატური, შევდივართ მის მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში და საჩივრის შეტანის შემდეგ, სანამ პოლიციას სძინავს, მეტად არ ვაღიზიანებთ. ჩვენი ერთ-ერთი ვერსიით გოჩა არჩაია ან მართლაც ფსიქიატრიულის პაციენტია ( თავად გვიმტკიცებდა, რომ ყოფილი თანამშრომელია ), ანდა მაღალი დონის პროფესიონალი დამსმენი, რომელსაც ზოგიერთი ჩინოსანი იყენებს პირადი ინტერესებისთვის. მაგ: როცა ჩვენ დღემდე ვწერთ დუშეთის ტენდერზე, რომელიც მოგებული ჰქონდა საერთაშორისო დონის თაღლითის, თურქ გოქსელ გენჩის არარსებულ სამშენებლო ფირმას – ,, გენჩ ინშაათ საქართველოს ფილიალს” , ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ჰორიზონტზე არჩაიას დაუვიწყარი ფიგურა. ასევე ვახსენეთ დაბა თიანეთი, სადაც მან 2017 წელს დაკარგა სათვალე და ადგილობრივი პოლიცია დღემდე წარუმატებლად ეძებს მის გამქრალ ნივთს. და თუ გაგვახსენდება, რომ არჩაიამ სათვალე დაკარგა იმ დროს, როცა მცხეთა-თიანეთის რაიონში გულაობდა დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ( თაღლითი გოქსელ გენჩის ერთ-ერთი სავარაუდო მფარველი ) და თიანეთის სახინკლეებიდან არ გამოდიოდა, გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქუცნაშვილთან ერთად პატივცემული არჩაიაც მიირთმევდა ხინკალს და, სავარაუდოდ, აყოლებდა ლუდს და არაყს ერთდროულად. სავარაუდო დასკვნა : არჩაიამ სათვალე დაკარგა არაფხიზელ მდგომარეობაში, შეიძლება ფეხიც დააბიჯა და მოისროლა კიდეც. იქნებ, ამაშიცაა დაბა თიანეთის პოლიციის წარუმატებლობა. ამ ჩვენს ვერსიას ვთავაზობთ დაბა თიანეთის პოლიციის უიღბლო გამომძიებლებს, რომლებსაც არჩაიასვე თქმით, ქუცნაშვილი ,, მაყუთს ” უხდის….

საღი აზრი გვიკარნახებს, რომ სათვალის ეპიზოდმა აიძულა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსობა მუქარის საქმე გადაელოცათ დუშეთის რაიონის სამმართველოსთვის. რასაკვირველია, გაოცებულები დავუკავშირდით დუშეთის რაიონის სამმართველოს კითხვით: ვინ იძიებს არჩაიას საქმეს ? თავისმხრივ, დუშეთის სამმართველოს მორიგემ გვითხრა, რომ არავითარი საქმე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოდან ჩვენთან არ შემოსულაო. ახლავე დავუკავშირდებით დიდუბე-ჩუღურეთსო. გაკვირვებულები კითხვით მივადექით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს საიდანაც ასეთი პასუხი მივიღეთ : ალბათ, პროკურორს საქმე ჯერ არ გაუგზავნიაო, თუმცა წინა დღეს დაჯერებით გვითხრეს, რომ საქმე ქვემდებარეობის გამო, გადაგზავნილია დუშეთში და დაგვპირდნენ დაკავშირებას. რაც შეეხება ქვემდებარეობას ამაზე შემდეგ წერილში მოგახსენებთ….

ცნობილია, რომ იმედი ბოლოს კვდება. ჩვენ იმედით ვცოცხლობთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივი ძალებით შესძლებს არჩაიას ექსტრადირებას პოლონეთიდან და გაარკვევს, ვისთან გვაქვს საქმე: ფსიქიატრის პაცინეტთან თუ რომელიმე ძალოვან უწყებაში მოკალათებულ ფარული ,, ნაციონალის ” ან ზაქარია ქუცნაშვილის დამსმენთან….

p.s. საინტერესოა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველომ სავარაუდო კიბერდანაშაულზე რატომ არ აღძრა საქმე ან მინიმუმ კითხვა მაინც რატომ არ დაგვისვა ? და საერთოდაც საქმის თაროზე შემოდებასთან ხომ არ გვაქვს საქმე ? და სანამ, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველო არკვევს სად მოისროლოს საქმე ჩვენ ვაძლევთ წინადადებას, რომ მოსასროლი ადგილი კიდევ აქვთ, კერძოდ, ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა ”, სადაც ბატონი არჩაია წლებია მოღვაწეობს…..

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

ფოტოკოლაჟი :  1 ფოტო : გოჩა არჩაია.

2-3 ფოტო : ჩვენს მიერ შსს-ს ბაზიდან მოპოვებული ინფორმაცია – 2017 წელს გოჩა არჩაიამ დაბა თიანეთში დაკარგა სათვალე, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო.

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor