• June

    3

    2025
  • 56
  • 0
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს.

დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თ.ფ.-მ ფიზიკურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ ლ.გ-ზე და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 16 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება და ელექტრო სასწორი.

გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 11-151-ე და 260-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor