• October

    3

    2025
  • 39
  • 0
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს – 2004 წელს დაბადებულ მ.ხ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor