• October

    15

    2024
  • 88
  • 0
მძიმე მიკერძოება და ბორელის არბიტრალური განცხადება

მძიმე მიკერძოება და ბორელის არბიტრალური განცხადება

მორიგი უსამართლო განცხადება და უსაფუძვლო ბრალდება ,,ქართული ოცნების” მისამართით ამჯერად ჯოზეფ ბორელისგან.

საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ,,ქართულ ოცნებას” ევროპული გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ მმართველმა გუნდმა წინა პლანზე ქვეყნის ეროვნული ინტერესები დააყენა. მაღალი ტრიბუნიდან ბორელმა თქვა ისიც, რომ მოლდოვასთან შედარებით საქართველოში ,,შავი სურათია” და ეს იმ ფონზე, როცა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კრიტერიუმებით მოლდოვასთან შედარებით მოწინავე ქვეყანაა.

ბორელი ამბობს იმასაც, რომ ის ელოდება საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოსთვის.

ბორელის ამ უსამართლო და დაუმსახურებელ განცხადებას ეხმაურებიან ,,ქართულ ოცნებაში”.  მმართველი გუნდის შეფასებით, ეს განცხადება ბორელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

,,მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არ არსებობს არცერთი კრიტერიუმი, სადაც საქართველოს ბევრი ნაბიჯით არ ჩამორჩება მოლდოვა.როდესაც ვისმენთ ასეთი მაღალი დონის ტრიბუნიდან, ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსის განცხადებას, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან ორმაგ და სამმაგ სტანდარტზე, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რომელიც რეალურად აღარ უნდა გადალახო, იმიტომ რომ უბრალოდ გადადიხარ მარაზმში”, -ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განუცხადა.

ბორელის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს განცხადებები დროებითია, ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებთ. რაც შეეხება საქართველოსა და მოლდოვას შედარებას, ეს არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი.

ავტორი – ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor