• September

    21

    2023
  • 123
  • 0
ნათია თურნავა – ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე

ნათია თურნავა – ოთარ ფარცხალაძე სანქცირებული ალბათ, დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ეროვნული ბანკის “საგამონაკლისო სიიდან” გამოირიცხება.

თურნავას განცხადებით, ფარცხალაძე სანქცირებული დარჩება.

ამით მან უპასუხა კითხვას, როგორ გადაწყდება ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა, როცა იუსტიციის სამინისტრომ პრეზიდენტთან გააგზავნა დასკვნა და როგორც ჩანს, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება.

თურნავას თქმით, ეროვნული ბანკის საგამონაკლისო წესით, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს, შესაბამისად, წესი არ გავრცელდება ფარცხალაძეზე, თუკი მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

“მე ვფიქრობ, მაგრამ, ალბათ, უფრო სამართლებრივად უნდა განიმარტოს, ის სანქცირებული ალბათ, მაინც დარჩება როგორც რუსეთის მოქალაქე, რადგან სანქცია კონკრეტულად პიროვნებაზე იყო გავრცელებული, თუმცა იურისტები ალბათ, უკეთ განმარტავენ. ჩვენი საგამონაკლისო წესიდან ის ცალსახად გამოირიცხება. ჩვენ გამონაკლისს ვუშვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე და მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს სანქციის “გადავადებული მოქმედებით” – არა უპირობო, არამედ მხოლოდ იმ პირობით, თუკი არსებობს ყველა პროცედურა ქვეყნის შიგნით გავლილი, სასამართლოს გადაწყვეტილების ჩათვლით. მასზე [ფარცხალაძეზე] ეს აღარ გავრცელდება, როგორც ჩანს, თუ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურა დასრულდება”, – განაცხადა თურნავამ “იმედის” ეთერში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor