
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი : ესაა ორბანისეული ღირებულებები, რაზეც გუშინ კობახიძე საუბრობდა – ასე ჩაიგდო ორბანმაც ხელში სასამართლო სისტემა
,, უკიდურესად უსუსურია ირაკლი კობახიძის და ოცნების მცდელობა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა ვინმეს გადააბრალონ. რამე უფრო დამაჯერებელი ჯობდა მოეფიქრებინათ”,- შესახებ პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
-იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მურუსიძე მეორე ვადით ოცნებამ აირჩია.
-აშშ-ს მიერ სანქცირებული მოსამართლეების (მათ შორის მურუსიძის) კორუფციის გამოძიებაზე უარი ოცნებამ თქვა.
-მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტების გამოძიებაზე (რაშიც მურუსიძეც ფიგურირებდა) უარი ოცნებამ თქვა.
– სანქცირებულებს დასაცავად უზენაეს სასამართლოში ოცნების პრემიერი ეახლა.
-საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უარი ოცნებამ თქვა.
-ნაცმოძრაობასთან შეთანხმებით ხელისუფლებისადმი ლოიალური საბჭოს წევრები ოცნებამ აირჩია.
-უსამართლო სასამართლო სისტემის სიმბოლო მურუსიძე ოცნების არაფორმალურმა ლიდერმა ივანიშვილმა ჩაიხუტა.
ამის შემხედვარე ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას მოუწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფაქტობრივად დაშალეთო. კომისიის ასეთი ენა არ გვახსენდება იმათ, ვინც მისი ენა ვიცით. კომისია პირველად ალაპარაკდა ვეტინგზე.
სხვათაშორის, ესაა ორბანისეული ღირებულებები, რაზეც გუშინ კობახიძე საუბრობდა. ასე ჩაიგდო ორბანმაც ხელში სასამართლო სისტემა”,- წერს ნათია მეზვრიშვილი.
,, Geo News ”





