
,,ნაცხროვა” და მათი ე.წ. მედიები ხელოვნური პანიკის და ქაოსის ილუზიის დათესვას ცდილობენ
როგორც ჩვენ ვვარაუდობდით ,,ნაცხროვის” მედია ინტრიგანები ცდილობენ შექმნან ,,კარტინკა” თითქოს არჩევნები დილიდან კანონდარღვევებითა და გაყალბებით მიმდინარეობს, რაც იმ განცდის შექმნას ემსხურება, რომ თითქოს უპრეცედენტო გაყალბება ხდება.
ის რომ ამდაგვარი მითითებებით ყველა ე.წ. ოპოზიციური მედია არის ,,სუპერ მობილიზებული” , ზუსტად იმაზე მიუთითებს, რომ ერთადერთი რისი იმედიც დარჩენია დესტრუქციულ კოლექტიურ ნაცმოძრაობას არის იმ ილუზიის შექმნა თითქოს არჩევნები გაყალბდა.
ეს აბსურდული ქცევა იქამდეც მიდის, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი საარჩევნო უბნების ოკუპირებას ახდენს და დე ფაქტო ფიზიკურ ძალადობასაც არ ერიდება.
საგულისხმოა, რომ პრო-ნაცი ჟურნალისტები, ფაქტობრივად, საკუთარ პროპაგანდისტურ იდეოლოგიას პირდაპირ საარჩევნო უბანზე ახდენენ. ასეთი ქცევა იმდენად ცხად სურათს გვაძლევს, რომ სრულიად გასაგები ხდება – დესტრუქციულ ოპოზიციას არა არჩევნები და ხალხის აზრი, არამედ პროტესტისა და ქართული ,,მაიდანის” მიზეზის ხელოვნურად შექმნა აინტერესებს, რათა ქვეყანა დამანგრეველ ომში ჩართონ და საკუთარი აგენტურული მისია წარმატებით შეასრულონ.
ქეთი ხომერიკი





