• October

    23

    2024
  • 70
  • 0
,,ნაცხროვის” მსჯავრდებულ ბელად სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობასთან მხოლოდ დაშინებით შეუძლია საუბარი

,,ნაცხროვის” მსჯავრდებულ ბელად სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობასთან მხოლოდ დაშინებით შეუძლია საუბარი

დამარცხების შიშით შეპყრობილი ბელადის პოლიტიკური განკარგულება. არაერთ გახმაურებულ საქმეში ბრალდებული და ამჟამად, ,,ვივამედი”-ს კლინიკაში მყოფი სააკაშვილი საზოგადოებას და კოლექტიურ ,,ნაცმოძრაობას” მიმართავს.

როგორც სააკაშვილის აქტიურობიდან ირკვევა, ის თავს კარგად გრძნობს და სპეკულაცია, რომ ის მკურნალობას უცხოეთში საჭიროებს, მხოლოდ თამაშის ნაწილია.

სწორედ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზეა საუბარი რამდენიმე კვირის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღია პოსტით, სააკაშვილი 26 ოქტომბერს ამომრჩეველს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც ბელადი ამბობს, ქვეყანა უვიზო მიმოსვლას დაკარგავს. არადა, ევროკავშირის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე საუბარი, ენჯეოებისა და კოლექტიური ,,ნაცმოძრაობის” წინასაარჩევნო აქტივობის ნაწილია.

რადიკალების მთავარი გეგმა ,,ქართული ოცნების” მიერ მოპოვებული უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. ამას ადასტურებს სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ,,მაკკეინის”
ინსტიტუტის ანგარიშიც, სადაც წერია, რომ ევროკავშირისგან სწორედ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

ვრცელ პოსტში სააკაშვილი თავის რადიკალურ ფრთასაც მიმართავს და მოუწოდებს, უზრუნველყონ ამომრჩეველთა საარჩევნო უბნებზე მიყვანა.

ეს იმ სააკაშვილზეა საუბარი, რომელმაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა ძალადობრივი რეჟიმი და სწორედ მისი ხელმძღვანელობით აუპატიურებდნენ და ძალადობდნენ პატიმრებზე, არბევდნენ ტელევიზიებს და ახშობდნენ განსხვავებულ აზრს. ასევე, ოკუპანტს აბარებდნენ საქართველოს ტერიტორიას, არბევდნენ, ხოცავდნენ და უმოწყალოდ უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. თუმცა დღეს ბელადს პოლიტიკური ამნეზია აქვს და ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მისი საყრდენი რადიკალებით შექმნას. მაგრამ მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს 9 წლიანი რეჟიმის სისატიკე, რომლის გამეორებასაც არ დაუშვებს. 

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია, სწორედ ,,ქართული ოცნებაა”და ეს ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor