• November

    14

    2024
  • 52
  • 0
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა

ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი განახლდა. რეკრეაციული სივრცე თბილისის მერის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.

„ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. ამორტიზებული სკვერი ახალი ტიპის მრავალფუნქციური სივრცით ჩანაცვლდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

პროექტის ფარგლებში, 2 400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა: დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, კალათბურთის მოედანი, ტენისის მაგიდა და ვიდეომონიტორინგის კამერები; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული კიბეები; დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის N24-25-26 კორპუსებთან მდებარე სკვერის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 793 000 ლარი დაიხარჯა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor