
ექსკლუზივი – ,,ნაცხროვას” ,,მაიდანის” მოსაწყობად პროვოკატორი გონჩარენკო და უკრაინელი ,,ბოევიკები” გამოუგზავნეს
საყოველთაოდ ცნობილია, რომ უკრაინის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ,,მაიდანის” შემდეგ დასავლეთის აგენტურით გაივსო, თუმცა, მათ შორის საკუთარი უპრინციპობით ყველაზე განთქმული აგენტი გახლავთ პატივცემული ოლექსი გონჩარენკო, რომელიც დგეს ოპოზიციის მიტინგზე შენიშნეს და რომელმაც რუსულ ენაზე დასმულ კითხვაზე, ისე დაიწყო თავის ,,დადებილება” ვითომდა მხოლოდ ინგლისურ ენას ფლობდეს. ასე რომ, ამ არაკაცის გამოჩენა ოპოზიციის მიტინგზე ფრიად საგულისხმო და დასაფიქრებელი ფაქტია.
ჩვენი ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, გონჩარენკოს საქართველოში ყოფნა არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკური სიმპატიების გამოხატვით. მისი რეალური მიზანი თბილისური ,,მაიდანის” მოწყობაა, რასაც იგი თავისი დასავლელი პატრონების დაკვეთით ცდილობს.
სავარაუდოდ, ამავე მიზნისთვის უკრაინაში გამწვრთნილი დაქირავებულებიც დათარეშობენ საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი აქციაზეც შენიშნეს და ალბათ, მათი რიცხვი დროთა განმავლობაში მოიმატებს.
რა თქმა უნდა, მსგავსი აქტივობები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სხვა ძალოვან უწყებებს არ გამორჩებოდათ და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება მყისიერად განხორციელდება.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





