
- By Keti Khomeriki
- In სამართალი, სიახლეები
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს – სასამართლო 23 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა
ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მათი სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შუამდგომლობა ადვოკატმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გლდანში მომხდარი დაპირისპირებისას მელიამ და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა სამართალდამცველებს სამსხურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, მიაყენეს სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა გაუწიეს.
შსს თქმით, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.





