• September

    22

    2023
  • 112
  • 0
ნიკა მელია : თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

ნიკა მელია : თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეს გლდანში თავს დაესხნენ.

„საკრებულოში სიტყვით გამოსვლის შემდებ, ირაკლი ეძგვერაძე მობრუნდა სახლში გლდანში, იმყოფებოდა რამდენიმე მეგობართან ერთად, მას თავს დაესხა 50-დან 60-მდე ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანი, კანონიერი ქურდი შუკაკიძის ძმა, ვიღაც ტატო ხუნდაძე, რომელიც გლდანის გამგეობაში მუშაობს, მთელი „ქართული ოცნების“ შპანა. უსასტიკესად გაუსწორდნენ ყველას, ვინც ადგილზე დახვდათ, ეს ყველაფერი გააკეთა არა ქურდმა შუკაკიძემ, ლაჩარმა ვითომ კანონიერმა, რომელმაც 2020 წელს რაც იკარდა კობიაშვილ-კალაძესთან ერთად, კარგად გახსოვთ, იარაღით რომ დარბოდნენ გლდანში და მიუხედავად ამისა, გლდანის რაიონი რომ წააგეს. ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, ეს ხალხი მართავს ამ ქვეყანას. უსასტიკესად არის ყველა ჩვენი მეგობარი ანგარიშსწორების მსხვერპლი. შეგაკვდებით ყოველგვარი ემოციების გარეშე, ღირსების საკითხია ჩემთვის და კიდევ უამრავი ადამიანის, ან იქნება კალაძე- კობიაშვილების და ფარცხალაძის ეს საქართველო, ან ბავშვების, უამრავი პატარა ახალგაზრდა ბავშვის. სახელმწიფო შედგება კრიმინალების გარეშე, უკან დასახევი გზა არ არის. შენ, კახი კალაძე, ყოფას გიტირებ, ყველა მილიონის უკან დაბრუნება მოგიწევს, რომელიც მოიპარე და ყველა დანაშაულზე პასუხისგება“, – განაცხადა მელიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor