• November

    4

    2024
  • 49
  • 0
ნიკა მელია – თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას, წვიმა იქნება, ქარი თუ თოვლი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე

ნიკა მელია – თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას, წვიმა იქნება, ქარი თუ თოვლი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე

იქნება ქუჩაში წვიმა, თოვლი თუ ქარი, ჩვენ ვართ ქუჩაში და ვიქნებით მიზნის მიღწევამდე. მიზანი იქნება მიღწეული ყოველდღიური მართალი და ღირსებით სავსე ბრძოლით თბილისის ქუჩებში, და არამხოლოდ თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, თბილისი ვეღარ განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას.

„ბუნებრივია, თბილისი ჩვეულებისამებრ ვერ განაგრძობს ცხოვრებას ავტოკრატი ოლიგარქის პირობებში, რომელმაც მოიპარა ევროპული და ეროვნული მომავალი. ჩვენ ამ გამარჯვებას უკან დავიბრუნებთ ყოველდღიური ბრძოლით. მოვა ის დღე და ის დღეები, როცა მთელი თბილისი და მთელი საქართველო თბილისის ყველა წამყვან მოედანზე და ჩიხში დავდგებით, რომ არა მარტო სიმართლით და ღირსებით, არამედ ჩვენი სიმრავლით დავამარცხოთ ივანიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor