• February

    7

    2025
  • 154
  • 0
ნიკოლოზ მჟავანაძე: ,,აუცილებელია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს – ყველამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე”

ნიკოლოზ მჟავანაძე: ,,აუცილებელია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც ხელისუფლება ახორციელებს – ყველამ პასუხი უნდა აგოს საკუთარ ქმედებაზე”

,,GEO NEWS” იურისტს, ცნობილ ტელემენეჯერსა და ქართული საზოგადოებისთვის გამორჩეულად მოსაწონ ტელესახეს, ბატონ ნიკოლოზ მჟავანაძეს აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე ესაუბრა.

ჩვენი მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, როგორც ბატონი ნიკოლოზის ენაკვიმატი გამონათქვამები, ასევე ის გულწრფელობა, რომლითაც ის ყოველთვის გამოირჩევა – საზოგადოებას მუდამ პირდაპირ და გულწრფელად ეუბნება სათქმელს, ზედმეტი მიკიბვ-მოკიბვისა და აქეთ-იქით ბოდიალის გარეშე, რის გამოც ის ქართველმა ხალხმა ძალზედ შეიყვარა და მის ნააზრევს ყოველთვის ინტერესით ეცნობა. დარწმუნებული ვართ, დღევანდელი ინტერვიუც იმედგაცრუებულს არ დაგტოვებთ და დიდ ინტელექტუალურ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.

-ბატონო ნიკოლოზ, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც შიმშილობას განაგრძობს „ვივამედში“ გადაიყვანეს. როგორ შეაფასებდით ამ ფაქტს და ზოგადად ამაღლობელსა და მის საქმიანობას ?

იცით როგორ არის, ხელისუფლება ამ ქალბატონის ,,ვივამედში” გადაყვანით პირდაპირ გვაჩვენებს იმ ინტრიგნებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამაღლობელი ცუდად არის და კვდება, არადა, არაფერი ასეთი არ ხდება – ამ ქალბატონზე სათანადოდ ზრუნავენ. მმართველ ძალას, სურს, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოიხსნას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ „ვივამედზეც“ იმხელა ზეწოლაა ,,ნაცებისა” და მათთან აფილირებული ძალების მხრიდან, რომ ეს ქალბატონი სააკაშვილს გვერდშიც კი მიუწვინონ, მით უფრო, რომ ორივე ერთ მიზანს ემსახურება..

სხვათა შორის, საერთოდ არ მესმის რატომ არის სააკაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოში,  რატომ უწევთ იქ ! 40 განუკურნებელი დაავადება აქვსო და ახლა რა ხდება ? განიკურნა სასწაულებლივად ? ლოგიკურად, სააკაშვილი ამ ქვეყნად აღარ უნდა ყოფილიყო, თუმცა დავინახეთ, რომ ფერზეც არის, წონაშიც მოიმატა და თავს მშვენივრადაც გრძნობს, ასე რომ, გაუგებარია, რატომ არის იქ და დროა, დაუბრუნდეს იმ ადგილს, სადაც ეკუთვნის ყოფნა – ციხის საკანს.

-რამდენად სწორად მიგაჩნიათ საზოგადოების დამუნათება იმის გამო, რომ კონკრეტული პატიმარი ქალი საკუთარი პროტესტის ფორმად შიმშილობას ირჩევს და არ სურს პასუხი აგოს კანონით იმის გამო, რაც ჩაიდინა ?

-თუ ადამიანი პოლიციელს სახეში დაარტყამს, რა თქმა უნდა დაიჭერენ და ამაში გასაკვირი არაფერი იქნება.

ჟურნალისტი, რომელიც პოლიციელს დაარტყამს, ზუსტად ისე უნდა დაისაჯოს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

ისე აქამდე, რომ გაგეჩერებინათ საქართველოში ათიდან ათი ადამიანი, ვერავინ გაგცემდა პასუხს, ვინ არის მზია ამაღლობელი. მე, მაგალითად, ახლა გავიგე მისი არსებობის თაობაზე.

შეხედეთ, ქალი დაბერდა და არც არაფერი შეუქმნია ისეთი, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო, არაფერს წარმოადგენდა.

ადამიანი პოლიციელისთვის სილის გაწვნით არ უნდა გახდეს პოპულარული, თუ საკუთარ პროფესიაში რამეს წარმოადგენს, ამიტომ ნუ წაგვჭამეს თავი ამ ამაღლობელით და გვაცადონ ადამიანებს საკუთარი საქმის კეთება.

სხვათა შორის, დაცვის მხარეს შეუძლია ექსპერტიზა ჩაატაროს ამ ქალს ჯანმრთელობის კუთხით თუ რაიმე პრობლემა აქვს, თუმცა, აგერ, რამდენი ექსპერტიზა უტარეს სააკაშვილს და რამდენი ყალბი დიაგნოზი დაუსვეს გაიხსენეთ. თითქოს კვდებოდა და კი ხედავთ, როგორც არის დღეს. არადა, რამდენია ისეთი მსჯავრდებული, რომელიც მართლა საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ? ვისაც არაფერი სჭირს არავითარ პრივილეგირებულ მოპყრობას არ უნდა იღებდეს ,,ნაციონალებთან” კუთვნილების, ან ასოცირების გამო, ეს სხვა მსჯავრდებულებში უსამართლობის განცდას აღვივებს.

-ამასობაში, ხელისუფლება კანონებს ამკაცრებს. როგორ შეაფასებდით იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელსაც მმართველი გუნდი ამზადებს და რომლის მიზანიც კანონმდებლობის გამკაცრებაა ?

-ვფიქრობ, სწორია და დროულია ის საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც მმართველი გუნდი ახორციელებს, რადგან, ბოლოს და ბოლოს, ყველამ უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებაზე.

აი, მაგალითად, სახეზეა დანაშაულები პოლიციელებისა და თანამდებობის პირების მიმართ  და მერე გვიკვირს, რომ ზოგ-ზოგიერთებს ერთი ამბავი – აჟიოტაჟი აქვთ ატეხილი, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და მსგავსი წივილ-კივილია. არა ბიჭო, პოლიციელს უნდა აგინო, სცემო, შეურაცხყოფა მიაყენო და ამას თურმე გაგებით უნდა მოვეკიდოთ ? მსგავსი რამ ვინმეს სააკაშვილის დროს, რომ გაეკეთებინა, საქართველოდან საშვილთაშვილოდ გადაასახლებდნენ და ახლა, მე, არ ვიცი რა მიდგომა და რა დამოკიდებულებაა, ჩემთვის ეს გაუგებარია. ასე რომ, კანონმდებლობის გამკაცრებას, არათუ დადებითად ვაფასებ, არამედ მივესალმები.

ირაკლი კერესელიძე

 

 

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor