• September

    7

    2024
  • 52
  • 0
ნიკოლოზ სამხარაძე – არასდროს გვსმენია რომელიმე გერმანული ოფიციალური სტრუქტურის მხრიდან, რომ მიხაელ როთის განცხადებას ემიჯნებიან, რთულია, ასეთი განცხადებების შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი

ნიკოლოზ სამხარაძე – არასდროს გვსმენია რომელიმე გერმანული ოფიციალური სტრუქტურის მხრიდან, რომ მიხაელ როთის განცხადებას ემიჯნებიან, რთულია, ასეთი განცხადებების შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი

ჩვენ არასდროს გვსმენია რომელიმე გერმანული ოფიციალური სტრუქტურის მხრიდან, რომ ემიჯნებიან მიხაელ როთის განცხადებას, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, ჩემთან შეხვედრაზე მათ თქვეს, რომ ეს არ არის გერმანიის ოფიციალური პოზიცია, ეს ითქვა შეხვედრაზე, მაგრამ სახალხოდ არ თქმულა, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც სამხარაძემ აღნიშნა, ეს არის განცხადებები, რომელიც იმ კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელ კომიტეტსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ.

მისივე თქმით, ასეთი განცხადებების შემდეგ რთულია საუბრის გაგრძელება.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ერთგვარ განაწყენებაზე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ არსებობს დიპლომატიური პროტოკოლიც, რა დონეზეც არის შეხვედრები ქართული დელეგაციისთვის, იგივე დონეზე გვაქვს ჩვენ შეხვედრები უცხოური დელეგაციისთვის საქართველოში. აქ კიდევ ერთი ნიუანსი იყო – ეს არის განცხადებები, რაც სწორედ იმ კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა საქართველოში ვიზიტისას, რომელ კომიტეტსაც ეს ადამიანები წარმოადგენდნენ. შეგახსენებთ, რა განცხადებები კეთდებოდა, რომ ქართული მართლმადიდებლობა არის სიბნელე და ქართულ მართლმადიდებლობას და ევროკავშირს ერთმანეთთან არანაირი კავშირი აქვს; მეორე განცხადება, რომ „ქართული ოცნება“ თურმე არის ქართული კოშმარი და ა.შ. ჩვენთვის ძალიან რთული და მძიმე ასეთი განცხადებების შემდეგ დავსხდეთ და გავაგრძელოთ საუბარი, რომ ვითომ არაფერი ყოფილა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor