• December

    3

    2025
  • 63
  • 0
ნიკოლოზ სამხარაძე – რუსეთს თუ სურს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს

ნიკოლოზ სამხარაძე – რუსეთს თუ სურს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს

რუსეთს თუ სურს საქართველოსთან ნორმალური, დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს ინტერესია ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„საქართველოს ხელისუფლებას აქვს მტკიცედ გაცხადებული პოლიტიკა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია არ მოხდება, რუსეთი არ გაიყვანს თავის საოკუპაციო ჯარს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები და არც პოლიტიკური დიალოგი არ იქნება. რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ეს არის სააკაშვილისეული პოლიტიკის გაგრძელება, ეს არც სააკაშვილის, არც შევარდნაძის და არც არავის პოლიტიკის გაგრძელება არ არის. ქართული სახელმწიფოს ინტერესია ქვეყნის ტერიტორიების სრული დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ პროცესს ხელს რუსეთი უშლის, რუსეთია ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. შესაბამისად, რუსეთს თუ სურს საქართველოსთან ნორმალური, დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს, მაშინ ჯარები უნდა გაიყვანოს და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს. ეს არის ჩვენი პასუხი, რომელიც რუსეთში კარგად იციან დიდი ხანია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

რუსეთის საგარეო საქეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი არ არის მზად, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი საქართველოს პირობებით განაახლოს. მათივე თქმით, „რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილება შეუქცევადია“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor