• June

    25

    2025
  • 103
  • 0
ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს ხელისუფლებას როდესაც მოუწოდებენ, ვიღაც კანონდარღვევით გაათავისუფლოს, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე

ნიკოლოზ სამხარაძე – საქართველოს ხელისუფლებას როდესაც მოუწოდებენ, ვიღაც კანონდარღვევით გაათავისუფლოს, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე

საქართველოს ხელისუფლებას როდესაც მოუწოდებენ, ვიღაც კანონდარღვევით გაათავისუფლოს, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციაშიც წერია, რა უფლებები აქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ამდენად, არანაირი თვითნებობას მოსამართლის თუ პროკურორის მხრიდან ადგილი არ აქვს.

„ჩვენი პარტნიორები თუ მოგვიწოდებენ, რომ საქართველოში უნდა იყოს კანონის უზენაესობა, მაშინ გაურკვეველია, რატომ მოგვიწოდებენ ისინი, რომ არ დავიცვათ კანონი. როდესაც ვიღაც, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ვიღაცა კანონდარღვევით გაათავისუფლოს, ეს არის პირდაპირი ზეწოლა საქართველოში კანონის უზენაესობაზე. შავით თეთრზე წერია, მათ შორის კონსტიტუციაშიც წერია, რა უფლებები აქვს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას. ასევე წერია, რა ხდება თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში პირი არ მოდის თავისი ნებით, როდესაც ის დაბარებულია. შესაბამისად, აქ არანაირ თვითნებობას, არც მოსამართლის, პროკურორის, არც არავის მხრიდან ადგილი არ აქვს, რადგან მკაფიო ჩანაწერი არის კანონში. ყველა ის ადამიანი, რომელიც აკრიტიკებს ამ ფაქტს, ის თავისთავად ასევე თავს ესხმის საქართველოს კანონმდებლობას“, – განაცხადა სამხარაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor