• June

    21

    2025
  • 82
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან ურთიერთობები ნულიდან დავიწყეთ, ფაქტობრივად, ეს ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაა და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს

ნიკოლ ფაშინიანი – თურქეთთან ურთიერთობები ნულიდან დავიწყეთ, ფაქტობრივად, ეს ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაა და ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს

თურქეთთან ურთიერთობები ნულიდან დავიწყეთ. ფაქტობრივად, ეს ახალი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობაა და ეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარეობს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თურქეთის სომხურ თემთან შეხვედრაზე განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, მიმდინარე პროცესი რეალურად დაიწყო თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან 2022 წელს პრაღაში პირველი შეხვედრით, რის შემდეგაც სომხეთსა და თურქეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დიალოგი დაიწყო, რომელიც შემდეგ გაგრძელდა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის აქტიური კონტაქტებით.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით, თურქეთთან ჩვენი კონტაქტები ახლა ძალიან ინტენსიურია. ჩვენი დისკუსიები გარკვეულ გავლენას მოახდენს შემდგომი მოვლენების განვითარებაზე და ახალ იმპულსს მისცემს სომხურ-თურქულ ურთიერთობებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ეს ურთიერთობები სომხეთსა და თურქეთს შორის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებად ჩამოვაყალიბოთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor