• March

    5

    2025
  • 60
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ თუ განხორციელდება, იქნება სარკინიგზო კომუნიკაციის შესაძლებლობა სპარსეთის, ომანის ყურეებთან, ირანი მიიღებს წვდომას შავ ზღვაზე, შემდეგ დასავლეთზე

ნიკოლ ფაშინიანი – პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ თუ განხორციელდება, იქნება სარკინიგზო კომუნიკაციის შესაძლებლობა სპარსეთის, ომანის ყურეებთან, ირანი მიიღებს წვდომას შავ ზღვაზე, შემდეგ დასავლეთზე

პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ თუ განხორციელდება, იქნება სარკინიგზო კომუნიკაციის შესაძლებლობა სპარსეთის ყურესთან, ომანის ყურესთან და სომხეთის ტერიტორიით ირანი მიიღებს წვდომას შავ ზღვაზე და შემდგომ დასავლეთზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ირანის სახელმწიფო ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი უმოკლესი და მოსახერხებელი გზა ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის დასავლეთის მიმართულებით, მაგრამ დღეს სარკინიგზო ტრანსპორტირების განხორციელების საშუალება არ არსებობს.

ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის-ირანის რკინიგზის მშენებლობის საკითხი, დიდი ხანია, განიხილება, მაგრამ რელიეფის გამო ასეთი რკინიგზა მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციებს და დღევანდელ პირობებში ჯერ არ არსებობს გამართლება, რომ შესაძლო ტვირთის ტრანსპორტირება გადაიხდის ამ ხარჯებს.

„დღეს ტვირთის უზარმაზარი მოცულობა ელოდება გადაზიდვას დასავლეთიდან აღმოსავლეთში, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და ჩვენი რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციები თუ გაიხსნება, ამ ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იმდენად დიდი იქნება, რომ სომხეთის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ იქნება ამ ნაკადის მომსახურებისთვის. ეს ასევე იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, ვიფიქროთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონული თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor