• September

    27

    2024
  • 56
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ერთი ხელის გაწვდენაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების, სულ მცირე, 80 პროცენტი შეთანხმებულია და ერევანი მზადყოფნას გამოთქვამს ხელი მოაწეროს შეთანხმებულ ნაწილს და დანარჩენ საკითხებზე მუშაობა შემდგომში გაგრძელდეს.

ფაშინიანის თქმით, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც სამშვიდობო ან სხვა შეთანხმება არეგულირებს ყველაფერს და წყვეტს ყველა საკითხს.

„ჯერ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გადასაწყვეტი და სომხეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში, შეთანხმებული მუხლები არსებითად შეიცავს სამშვიდობო დებულებებს, ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნების არარსებობას, მომავალში მსგავსი მოთხოვნების გამორიცხვას და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია ხელს უშლის სამშვიდობო შეთანხმებას, რადგან ის, სავარაუდოდ, შეიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ, მაგრამ სომხეთის კონსტიტუციაში მსგავსი არაფერია და არ არსებობს ტერიტორიული პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor