• November

    16

    2023
  • 108
  • 0
ნიკოლ ფაშინიანი – უახლოეს თვეებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ სომხეთის პოლიტიკური ნება ურყევი რჩება

ნიკოლ ფაშინიანი – უახლოეს თვეებში აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ სომხეთის პოლიტიკური ნება ურყევი რჩება

აზერბაიჯანთან უახლოეს თვეებში სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შესახებ ჩვენი პოლიტიკური ნება ურყევი რჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, პარლამენტის სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმებას მარტო სომხეთი ვერ მოაწერს ხელს, ამას აზერბაიჯანის ხელმოწერაც სჭირდება.

„რამდენად რეალურია სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება წლის ბოლომდე ან უახლოეს თვეებში? მშვიდობის სამი ძირითადი პრინციპი, ფაქტობრივად, უკვე შეთანხმებულია აზერბაიჯანთან. და ეს შეთანხმება მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული. კერძოდ, ბრიუსელში სამმხრივი შეხვედრების დროს. სამშვიდობო ხელშეკრულების პრინციპები თუ შეთანხმებულია, მაშინ რატომ არ ვაწერთ მას ხელს? მიზეზი, უმეტესწილად, მხარეთა ურთიერთუნდობლობაშია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა რამდენიმე ძირითადი პუნქტის შეთანხმება, რომელთაგან ერთ-ერთი არის სამშვიდობო ხელშეკრულებით სადავო საკითხების გადაწყვეტის მექანიზმის შექმნა და მეორე – უსაფრთხოების გარანტიების შექმნა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor