• September

    23

    2024
  • 48
  • 0
ნინო წილოსანი აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვაზე – არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა

ნინო წილოსანი აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვაზე – არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა

„მეგობრობის აქტი“ თუ „ქართველი ხალხის აქტი“ კარგად არის დაბრენდილი იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი აუხვიონ და მოგვაჩვენონ, თითქოს და ეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდება, – ასე ეხმაურება აშშ-ს სენატში დაგეგმილ განხილვას პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

წილოსანის განცხადებით, „არჩევნებამდე მეგობრულობის სახელით შეფარული უამრავი რეზოლუცია და აქტი დაინიცირდება, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, თუ რაოდენ დიდია გარედან ჩარევის მცდელობა“.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, დღის წესრიგი სრულად უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებებს მიაქვს და ოპოზიციის მთელი საარჩევნო კამპანია უცხოეთში გაკეთებულ განცხადებებზეა აგებული.

„ეს არის ქართულ პოლიტიკაში უხეში ჩარევა, რაც კარგად აჩვენებს ამომრჩეველს თუ რა არჩევანი უნდა გააკეთონ და ვის არ უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებში – ვგულისხმობ აგენტურას, რომელიც გარედან წამოსული განცხადებების ფონზე ქვეყნის შიგნით ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 25 სექტემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე ორპარტიულ კანონპროექტს, “ქართველი ხალხის აქტს” განიხილავს.

“ქართველი ხალხის აქტი” სხვა საკითხებთან ერთად, იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან, ასევე ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარი დაუჭიროს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor