• September

    9

    2025
  • 114
  • 0
ნინო წილოსანი – გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში შემოსასვლელად წინაპირობა მოაწესრიგეს, მეორე მხრივ, სიტუაცია მოთელეს, ამის გამო როგორ ქარტეხილს დაატეხდა რადიკალური ოპოზიცია

ნინო წილოსანი – გახარიას პარტიის წევრებმა პარლამენტში შემოსასვლელად წინაპირობა მოაწესრიგეს, მეორე მხრივ, სიტუაცია მოთელეს, ამის გამო როგორ ქარტეხილს დაატეხდა რადიკალური ოპოზიცია

გიორგი გახარიას პარტიის წევრებმა წინაპირობა მოაწესრიგეს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ. მეორე მხრივ, სიტუაცია მოთელეს, პარლამენტში შემოსვლის გამო როგორ ქარტეხილს დაატეხდნენ მათივე მოკავშირეები, ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, „ამასთანავე, წინაპირობა მოამზადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შემოვიდნენ და საქმიანობა გააგრძელონ“.

„მათი პარტიის ლიდერის განცხადება არ დაგვავიწყდეს, რომ პარლამენტში არშემოსვლა შეცდომა იყო. სწორია, როცა ადამიანები მეტ-ნაკლებად აანალიზებენ არასწორ მოქმედებებს, რომელსაც ჩადიან, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველს უღალატეს და ფეხქვეშ გათელეს ის მანდატები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აიღეს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის. თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor