• October

    1

    2024
  • 63
  • 0
ნინო წილოსანი – ქვეყანაში არჩევნების აღიარებას ქართველი ხალხი წყვეტს და ამ ყველაფერს არასდროს გადაწყვეტს ისე, როგორც ნიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს სურთ

ნინო წილოსანი – ქვეყანაში არჩევნების აღიარებას ქართველი ხალხი წყვეტს და ამ ყველაფერს არასდროს გადაწყვეტს ისე, როგორც ნიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს სურთ

არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მიერ დამუშავებული სცენარით ჭიქაში პატარა ქარიშხლის დაწყებაა, განაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, რასაც არანაირი საფუძველი არ ექნება ისევე, როგორც 2020 წლის არჩევნებზე მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას, არჩევნებში მონაწილეობას და მის აღიარებას ქართველი ხალხი წყვეტს, რომელიც ამ ყველაფერს არასოდროს გადაწყვეტს ისე, როგორც ნიკა გვარამიას ან მიხეილ სააკაშვილს სურს.

„საპარლამენტო არჩევნების შემდგომი სცენარი ნათელია, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს და ეს განწყობები ნათელია, ქალაქში იქნება თუ რეგიონში. რა თქმა უნდა, მათ მიერ დამუშავებული სცენარები არის ოპოზიციის მიერ დაწყებული ჭიქაში პატარა ქარიშხალი, რომლითაც განაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ამის არანაირი საფუძველი არ ექნებათ ისევე, როგორც 2020 წლის არჩევნებზე. ამ ყველაფერს ლოგიკურად მოჰყვება უცხოური მხარდაჭერა, თუმცა გვარამიას დავამშვიდებ, ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას, არჩევნებში მონაწილეობას და მის აღიარებას ქართველი ხალხი წყვეტს, რომელიც არასოდეს გადაწყვეტს ამ ყველაფერს ისე, როგორც გვარამიას ან სააკაშვილს სურს. ამ არჩევნებზე ფაქტებზე აღქმები ვერ გაიმარჯვებს, რადგან ფაქტები ფაქტებად დარჩება. ელექტრონული სისტემა დაადასტურებს, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ტარდება“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „ვის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცესკო? ცესკო სულ იტყუება, მთავარია, ხალხი რას გრძნობს“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor