• May

    27

    2025
  • 65
  • 0
„ნიუ იორკ თაიმსი“ – ტრამპის განცხადებები მიუთითებს, რომ შესაძლოა, ის წარმოიდგენდეს მსოფლიოს, რომელშიც აშშ, ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს თავიანთ ნაწილში დომინირებენ

„ნიუ იორკ თაიმსი“ – ტრამპის განცხადებები მიუთითებს, რომ შესაძლოა, ის წარმოიდგენდეს მსოფლიოს, რომელშიც აშშ, ჩინეთი და რუსეთი მსოფლიოს თავიანთ ნაწილში დომინირებენ

დონალდ ტრამპის ქმედებები და განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა, ის წარმოიდგენდეს მსოფლიოს, რომელშიც სამი ე.წ. დიდი ძალა – აშშ, ჩინეთი და რუსეთი დომინირებს მსოფლიოს თავიანთ ნაწილში, – ამის შესახებ აღნიშნულია „ნიუ იორკ თაიმსის“ სტატიაში.

სტატიის თანახმად, ეს იქნება მე-19 საუკუნის იმპერიული მმართველობის სტილის დაბრუნება, რადგან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს გრენლანდიის დანიისთვის წართმევა, კანადის ანექსია და პანამის არხზე ამერიკის კონტროლის აღდგენა.

„დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის დომინირების გაფართოების ეს მცდელობები ყველაზე მკაფიო ნიშნებია იმისა, რომ მას სურს გავლენის სფერო შექმნას ქვეყნის უკანა ეზოში. მან გააკრიტიკა მოკავშირეები და ისაუბრა აშშ-ის ჯარების მთელი მსოფლიოდან გაყვანაზე. ამან, შეიძლება, სარგებელი მოუტანოს რუსეთს და ჩინეთს, რომლებიც ცდილობენ, შეამცირონ ამერიკული უსაფრთხოების ყოფნის ძალა ევროპასა და აზიაში. ამ მიზნით, ბატონი ტრამპი ცდილობს, უკრაინის ზოგიერთ ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლის ფორმალიზებას და, ასევე, უკრაინის წიაღისეულებზე ამერიკის წვდომის, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად, რომელიც, კრიტიკოსების თქმით, ფაქტობრივად გამოიწვევს უკრაინას დაყოფას იმის მსგავსად, რასაც დიდი ძალები იმპერიების ეპოქაში აკეთებდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor