• September

    2

    2023
  • 45
  • 0
ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევა საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გააუქმა

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევა საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გააუქმა

ნობელის ფონდმა პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიპატიჟებაზე უარი თქვა, – ამის შესახებ ნათქვამია ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფონდის წარმომადგენლების განმარტებით, რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მიწვევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საზოგადოების მწვავე რეაქციის გამო გაუქმდა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ ძლიერ რეაქციას შვედეთში. ამიტომ ნობელის ფონდის მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, ისევე როგორც შარშან, გამონაკლისის სახით, არ მიიწვევენ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნობელის ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტოკჰოლმში დაგეგმილ ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩებს მიიწვევენ. ამ გადაწყვეტილებას შვედეთის პრემიერ მინისტრისა და პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor