
ომის ვეტერანი ზაზა მახათაძე ძიუდოში ვეტერან სპორსტმენთა შორის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
2025 წლის 20-27 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში ვეტერან სპორსტმენთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა ომის ვეტერანმა და, ასევე, ვეტერანმა სპორტსმენმა ზაზა მახათაძემ.
81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მან, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ზაზა მახათაძის მონაწილეობა აღნიშნულ ჩემპიონატში უზრუნველყო და თანადგომა გაუწია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ზაზა მახათაძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და წარმატებებს უსურვებს.
ინფორმაციისთვის, ზაზა მახათაძე აფხაზეთის ომის მონაწილეა. დღეს, ის წარმატებით განაგრძობს ვეტერანის გზას სპორტში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.




