• October

    13

    2025
  • 47
  • 0
„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ – ესტონეთთან საზღვართან რუსეთის მხრიდან ე.წ. მწვანე კაცების გამოჩენა შესაძლო მომავალი ომისთვის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური პლაცდარმის ფორმირებაზე მიუთითებს

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ – ესტონეთთან საზღვართან რუსეთის მხრიდან ე.წ. მწვანე კაცების გამოჩენა შესაძლო მომავალი ომისთვის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური პლაცდარმის ფორმირებაზე მიუთითებს

ესტონეთთან საზღვართან რუსეთის მხრიდან ე.წ. მწვანე კაცების გამოჩენა შესაძლო მომავალი ომისთვის საინფორმაციო და ფსიქოლოგიური პლაცდარმის ფორმირებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშში.

მოხსენების თანახმად, რუსეთმა ნატო-სთან პოტენციური კონფლიქტისთვის მზადების ახალი ფაზა დაიწყო, რომელიც „ნულოვანი ფაზის“ სახელითაა ცნობილი.

10 ოქტომბერს ესტონეთის მთავრობამ საზღვრის მახლობლად გზა დროებით მას შემდეგ დაკეტა, რაც მესაზღვრეებმა რუსი სამხედრო მოსამსახურეების მცირე ჯგუფი შენიშნეს, რომლებსაც ნიშნები არ ჰქონდათ. ესტონეთის სამხრეთ პრეფექტურის გუბერნატორმა, მეელის საარეპუუმ განმარტა, რომ ისინი რუსი მესაზღვრეები არ იყვნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ 12 ოქტომბერს აღნიშნა, რომ რუსული ჯარები „უფრო გადამწყვეტად და თვალსაჩინოდ მოქმედებენ, ვიდრე ადრე“. მთავრობა ასევე გეგმავს გზის ამ მონაკვეთის სრულად დაკეტვას მომავალში, რადგან შენდება რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით ალტერნატიული მარშრუტები.

ინსტიტუტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსი ე.წ. მწვანე კაცები ნატო-ს წევრი ქვეყნის მახლობლად შენიშნეს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor