• November

    24

    2024
  • 91
  • 0
ოპოზიციაში დიდი დაბნეულობაა – გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის ?!

ოპოზიციაში დიდი დაბნეულობაა – გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის ?!

ვერშემდგარი გამარჯვების, ხმაურისა და პროტესტის ფონზე, რადიკალურ ოპოზიციაში დიდი გაუგებრობაა.

ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას პარტიას აღარ ენდობიან. ეჭვები კი, თავად გახარიას სატელევიზიო ინტერვიუს იმ ნაწილმა გაამყარა, სადაც მან პარლამენტის პირველ სხდომაზე მათი პარტიის არ დასწრება დაანონსა, თუმცა მისივე განცხადებით, ჯერ-ჯერობით პარტია მანდატებზე უარს არ იტყვის, რის გამოც დანარჩენმა ბარიერგადალახულმა პარტიებმა ყოფილი პრემიერი გააკრიტიკეს. მეტიც მევახშე ხაზარაძე საკითხში გასარკვევად გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს. რადიკალურად განსხვავებულია ბარიერგადალახული სამი პარტიის გეგმა, რომლებიც პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ამბობენ. მათ მანდატებზე უარი თქვეს იქამდე, სანამ ახალი მოწვევის პარლამენტი შეიკრიბებოდა და ხელმოწერაც დააფიქსირეს, თუმცა ეს მხოლოდ არაფრის მომცემი ნაბიჯებია, რადგან კანონის მიხედვით მანდატებზე უარის თქმა, მაშინ არის შესაძლებელი, თუ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარებულია და დეპუტატები უფლებამოსილად არიან ცნობილნი.

გიორგი გახარიას განცხადებას, რადიკალურ ოპოზიციაში დიდი დაბნეულობა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გახარიას ამ სამი პარტიისგან ყოველთვის განსხვავებული პოზიცია უჭირავს, არადა, რადიკალები ირწმუნებიან, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ერთიანობაა.

ის რომ რადიკალებში დაბნეულობაა და მათი ნაწილი პარლამენტში შევა და მანდატებზე უარს ვერ იტყვიან, კარგად იციან ,,ქართულ ოცნებაშიც”. მეტიც, სახელისუფლებო გუნდი ამის მაგალითად 2020 წლის სცენარს ასახელებს, როცა ოპოზიციამ მანდატებზე უარი თქვა, შემდეგ კი, სადეპუტატო სავარძლებს ჩაებღაუჭა და პარლამენტში შევიდა.

რადიკალების პოლიტიკური კეკლუცობა, რომ საბოლოოდ, პარლამენტში შესვლით დასრულდება, იციან პარტია ,,გირჩშიც”, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, რადგან ,,გირჩი” ხელისუფლებას და ოპოზიციას ფარულ კონსულტაციებში ადანაშაულებს.

პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ დაფინანსებაზე, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიციური პარტიები იღებენ, თუ ოპოზიცია უარს იტყვის სადეპუტატო მანდატებზე, შესაბამისად ისინი, ვერც სახელმწიფოდან გამოყოფილ დაფინანსებას მიიღებენ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor