
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
ოპოზიცია დესტრუქციის გზაზე სვლას განაგრძობს
საპარლამენტო არჩევნებიდან 12 დღის თავზე არჩევნების შედეგებით განაწყენებულმა ოპოზიციამ ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია სულ უფრო გაზარდა.
არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევა – ეს რადიკალების ერთ-ერთი უსაფუძვლო მიზეზია, რის გამოც ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ამის პარალელურად, ოპოზიციონერი პოლიტიკური აქტორები არჩევნების სავარაუდო გაყალბების სხვა ბრალდებებზეც საუბრობენ, მათ შორის ე.წ. ,,კარუსელი”- პირადობების მოწმობების ჩამორთმევა და მონაცემების დუბლირება.
ეს ბრალდებები კი, აზრს მოკლებულია – ასეთია ,,ქართული ოცნების”პოზიცია.
სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას მარცხის აღიარებისკენ და პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ.
ამ დრომდე გამოძიებასთან, არც მოღალატე ოპოზიცია და არც პრეზიდენტადწოდებული სალომე ზურაბიშვილი არ თანამშრომლობს. ისინი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ.
პროკურატურასთან ერთად რადიკალების სამიზნეა ცესკოც. მათი მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია გრძელდება. რადიკალები ცესკოს მოუწოდებენ, არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს.
ხელისუფლებას კითხვები უჩნდება 26 ოქტომბრის ღამეს ორი ე.წ. დამოუკიდებელი მედიის დაკვეთით სხვადასხვა კომპანიების მიერ ჩატარებულ ორ სხვადასხვა ეგზიტპოლზე, რომელთა მონაცემები მკვეთრად არის აცდენილი ცესკოს მონაცემებს.
ირაკლი გუნია





