
ოპოზიცია ძალოვან და სხვა სახელმწიფო უწყებებში იმ კადრების შენარჩუნებას ცდილობს, რომლებიც მათ მზეს ფიცულობენ – მთავარი მიზანი არჩევნების წინ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაა ?!
,,Geo News”-ის კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, დესტრუქციული ოპოზიცია ძალოვან და სხვა სახელმწიფო უწყებებში იმ კადრების შენარჩუნებას ცდილობს, რომლებიც დღემდე სამთავრობო უწყებებში მუშაობენ და მათ მზეს ფიცულობენ.
მათი მთავარი მიზანი კი, არჩევნების წინ, ასევე არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვაა, რის გამოყენებასაც რადიკალები სათავისოდ აპირებენ და ეს იმ ფონზე, როცა არჩევნების შედეგების აღიარებას, როგორც ამბობენ, შეერთებული შტატები არ აპირებს თუ არჩევნებში ,,ქართულმა ოცნებამ,, გაიმარჯვა.
,,ყოფილი პრემიერ-მინისტრების – გიორგი გახარიასა და ვანო მერაბიშვილის კადრები, რომლებიც დღემდე სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში მუშაობენ საბოტაჟისთვის ემზადებიან. საუბარია ფოთის, ბათუმის,ზუგდიდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებზე. დამერწმუნეთ, ეს კადრები დღემდე მერაბიშვილსა და გახარიას მისტირიან და ,,ქართულ ოცნებას” საჭირო მომენტში უღალატებენ და განუდგებიან”,- გვიმტკიცებს კონფიდენციალური წყარო.
,,Geo News“-ს სანდო წყარო ძალოვანი უწყებიდან უყვება იმასაც, რომ უკვე ინფორმირებულები არიან ზემოთ ხსენებული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ძალოვანი უწყებები.
ამ კუთხით განსაკუთრებულად რთული მდგომარეობაა ბათუმის, ზუგდიდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, სადაც გახარიასა და მერაბიშვილის კადრების უმრავლესობა მუშაობს.
,,ხელისუფლება ყველას ვერ-არ გაათავისუფლებს. ამ კადრებსაც კი, შანსი მისცა, თუმცა ,,კუზიანს სამარე ასწორებს”. ის ადამიანები კი, რომლებიც ,,ნაცების” დროიდან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე ძალოვან უწყებებში მუშაობენ, რომლებიც ხელისუფლების ერთგულ კადრებად დარჩნენ ანუ სახელმწიფოს ემსახურებიან, ცხადია, განაგრძობენ თავის საქმის კეთებას. თითოეული მათგანის შრომა დასაფასებელია, ფასდება, რადგან პროფესიონალები და ღირსეული ადამიანები არიან”,- გვეუბნება წყარო.
ჩვენი მკითხველის საყურადღებოდ : ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიზანი რადიკალების და მათი ,,ჩანერგილი” კადრების მხილებაა – ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. დიახ, იმ რადიკალების, რომლებიც არჩევნებში მარცხს ვერ ეგუებიან და ათასგვარ ბოროტებას გეგმავენ, რადგან მსგავსი მეთოდებით სურთ ქვეყნის სათავეში დაბრუნება.
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი





