• January

    7

    2025
  • 97
  • 0
ოპოზიციის პრეზიდენტი – როგორია სალომე ზურაბიშვილის გეგმები ?

ოპოზიციის პრეზიდენტი – როგორია სალომე ზურაბიშვილის გეგმები ?

ორბელიანების სასახლის ყოფილი ბინადრის გეგმები კვლავ ბუნდოვანია. უცნობია ისიც, რა ეტაპზეა რადიკალურ ოპოზიციასა და კონსტიტუციის დარღვევაში მხილებული სალომე ზურაბიშვილის კონსულტაციები და ჯერ კიდევ, დეკემბრის ბოლოს დაანონსებული დოკუმენტი, რომლითაც რადიკალებმა ახალი არჩევნების ჩატარების პირობები უნდა განსაზღვრონ. სწორედ ამ გეგმის გამოცხადების შემდგომ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებენ რადიკალები ხელახალი არჩევნების ჩასატარებლად.

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის დღეს უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ის რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებოდა და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას გააძლიერებდა.

ზურაბიშვილის გეგმებს და ნაბიჯებს მმართველ პარტიაში აფასებენ, სადაც, როგორც პრეზიდენტის, ასევე რადიკალების ნებისმიერ ნაბიჯს კრახს უწინასწარმეტყველებენ.

სახელისუფლებო გუნდი ხაზგასმით და უკვე მერამდენედ ამბობს, რომ ახალი არჩევნები არ იქნება, ვინაიდან ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ არსებობს.

ტექნიკური მთავრობის ფორმირება და პრეზიდენტის ქარტია ჩავარდა, ახლა რადიკალები მორიგი ფეიქ დოკუმენტის შესაქმნელად ემზადებიან, რომელსაც სამომავლო პერსპექტივაში დაარქივება და განხორციელება არ უწერია.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor