
ორბელიანების სასახლე ,,ბინადარს” დაემშვიდობა
ორბელიანების სასახლე ბინადარს დაემშვიდობა. თავისი სამუშაო კაბინეტის კარი გამოიხურა, არ უნდოდა, მაგრამ მოუწია და სავარძელიც დათმო.
10 საათზე დაანონსებული ხალხთან გამოჩენა 11 საათზე შედგა, უკვე ყოფილი პრეზიდენტის რანგში დაანონსა მოსახლეობასთან და რადიკალურ ოპოზიციასთან შეხვედრები.
რადიკალები ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ, თუმცა სალომეს გადაწყვეტილება ყველასთვის მისაღები არ არის.
ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ზურაბიშვილი სასახლეში უნდა დარჩენილიყო და თუ ასე მოხდებოდა, მას ფიზიკურადაც დაიცავდნენ.
რადიკალების განცხადება ოპოზიციის რადიკალურ გეგმებში არწმუნებს ,,ქართულ ოცნებას”.
სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კონსტიტუციის დარღვევაშია მხილებული, თავის პოლიტიკურ გზას სწორედ რადიკალურ ოპოზიციას დაუკავშირებს.
გადის ხალხში და მიაქვს ლეგიტიმაცია – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან მის მიერ შეკრებილ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს.
რა ფორმით ჩაერთვება პოლიტიკაში ? ამაზე გასაგებად არ საუბრობს. მისი გეგმა კვლავ ბუნდოვანია.
ვერშემდგარი ტექნიკური მთავრობის, ,,ქართული ქარტიისა” და პრეზიდენტის საბჭოს შემდეგ, მორიგ დოკუმენტზე მუშაობას აანონსებს, რომელიც ახალ არჩევნებს უკავშირდება.
ირაკლი გუნია





