
ორბელიანების სასახლის ყოფილი ბინადარი ახალ მისამართზეა
ორბელიანების სასახლის ყოფილი ბინადარი ახალ მისამართზეა. სალომე ზურაბიშვილი თავს ისევ არარეალურ სამყაროში აცხოვრებს და უჭირს დაჯერება იმისა, რომ პრეზიდენტი აღარაა.
როგორია ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის გეგმები ? ეს ამ დრომდე ბუნდოვანია. ჩაშლილი ტექნიკური მთავრობისა და ,,ქართული ქარტიის” შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე დაანონსებული დოკუმენტის საკითხს ააქტიურებს. ამბობს, რომ დოკუმენტი მზად რამდენიმე დღეში იქნება. სწორედ აღნიშნულ დოკუმენტშია გაწერილი ხელახალი არჩევნების ჩატარების პირობები და პროცედურები და ეს იმ ფონზე, როცა მმართველი პარტია აჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.
მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიანტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს თქვა ისიც, რომ აქტიურ მუშაობას განაგრძობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო პარტნიორებთან. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი პირველად საჯაროდ გამოჩენის დროს დიდი ნაწილი კვლავ ხელისუფლების კრიტიკას და ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის” დისკრედიტაციას დაეთმო.
თვითაღიარებული პრეზიდენტის პრეზიდენტობანას თამაში და განცხადებები არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. ღიმილისმომგვრელია,ზურაბიშვილის ის სიტყვები, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლება იშლება.ზურაბიშვილის რადიკალურ ნაბიჯებს კარგად იცნობენ მმართველ პარტიაში, მეტიც სახელისუფლებო გუნდში, არც იმას გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა შესაძლოა, მისი პოლიტიკური გეგმები ბარიერგადალახული, რადიკალური ოპოზიციური პარტიიდან ერთ-ერთს დაუკავშიროს.
ირაკლი გუნია





