• November

    22

    2024
  • 138
  • 0
ორგანიზაცია ,,დაიტოვე” დესტრუქციული აგრესიის წყარო

ორგანიზაცია ,,დაიტოვე” დესტრუქციული აგრესიის წყარო

რამდენადაც ახალგაზრდობა არის ენერგიისა და ახალი შემეცნების წყარო, თუ უკეთესი მომავლის იმედი, იმდენადვე იდეოლოგიურად ინდოქტრინირებული და/ან მოსყიდული ახალგაზრდობა ბევრად უფრო მძიმე სანახავია და უფრო ბევრად საშიშიც, რადგან ასეთი ახალგაზრდების მართვა- გამგეობა მაქსიმალურად გაიოლებულია, ხოლო ახალგაზრდული წინდაუხედაობა და ,,თავქუდმოგლეჯილობა” იდიალური ,,სახარჯო მასალაა” ისეთი ტიპის ხანდაზმული თაღლითებისათვის, როგორებიც ,,ლელოს” მფლობელები არიან და ასევე ძმანი და დანი მათნი დანარჩენი ,,ნაცხროვიდან”.

ქართული საზოგადოებისათვის ცნობილია, არაერთი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული ,,დამრტყმელი ჯგუფები” , ვინც ამა თუ იმ სახიფათო მისიების შესასრულებლად გამოიყენებიან. მაგ: პარლამენტის გვერდითა კარის მოსაგლეჯად, ამავე პარლამენტის შენობაში ,,მოლოტოვის” კოქტეილების შესაგდებად და ა,შ.

ზემოთ აღნიშნულის ,,სახე ხატი” გახლავთ ორგანიზაცია ,,დაიტოვე”, რომელიც თითქოსდა, კეთილშობილური მიზნებისათვის შეიქმნა, თუმცა, სადღეისოდ ეს ორგანიზაცია გამოიყენება მაქსიმალური დესტრუქციისათვის, რაც თავის თავში მოიცავს ყველაზე რადიკალური ქმედებებისათვის მზაობას და შემდგომში ამის განხორციელების მცდელობას. ეს ის ე.წ. ,,გულანთებული ახალგაზრდები” არიან, ვინც მათ შორის უნივერსიტეტებში შერბიან და ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიან, თითქოსდა, საქართველოს უკეთესი მომავლისათვის, თუმცა სინამდვილეში ზუსტადაც, რომ საქართველოს სტაბილურ მომავალს უქმნიან საფრთხეს.

სწორედ ეს დაბრმავებული და დაყრუებული ახალგაზრდები გამოიყენეს ჩვენი ჟურნალისტის ირაკლი გუნიასა და ჩვენი დამფუძნებლის ქეთევან ხომერიკის ონლაინ ბულინგისათვის, რაც მოიცავდა ერთდროულ თავდასხმას, უწმაწური სიტყვებით ლანძღვა-გინებას და მუქარას, ეს კი იმდენად გასცდა გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ საზღვრებს, რომ, ფაქტობრივად, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კონტურებიც, რის გამოც ჩვენი გუნდის წევრები, ვისზეც თავდასხმა განხორციელდა, უკვე გამოიკითხნენ შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების მიერ და გამოძიება ( საქმის შესწავლა ) იქნა ინიცირებული. 

გარდა ამისა, ეს დაჯგუფება – ,,დაიტოვე ” ჩვენი მედიის ,,GEO NEWS”-ის დისკრედიტაციასაც შეეცადა. ასევე ჩვენი სოციალური გვერდების დარეპორტებაც კი გადაწყვიტეს და…დეტალები მოგვიანებით.

გინდა არ გინდა, გაგახსენდება ,,დაიტოვეს” მონათესავე ორგანიზაცი ,,სირცხვილია”, რომელმაც იმდენი უღმერთო საქციელი ჩაიდინა, რომ სრულად გაამართლა საკუთარი სახელი, ხოლო, როდესაც სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და გამოთქვა სურვილი გაესაჯაროებინა საკუთარი დაფინანსების წყაროები, მისსავე პატრონებმა და პარტნიორებმა პირველებმა დაგმეს და ზურგი აქციეს, ანუ გაწირეს დაფიქრების გარეშე რა ბედიც მომავალში ,,დაიტოვესაც” წინ ელის.

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor