• November

    13

    2024
  • 136
  • 0
,,ორი გვამის” შემკვეთი და საქართველოდან გაქცეული ვანო მერაბიშვილი როინ შავაძის მკვლელობის ორგანიზებაში იმხილება ?

,,ორი გვამის” შემკვეთი და საქართველოდან გაქცეული ვანო მერაბიშვილი როინ შავაძის მკვლელობის ორგანიზებაში იმხილება ?

ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს არაერთი ტრაგიკური ისტორია, რომელიც ყველა ქართველის მეხსიერებაშია ასახული, მათ შორის 7 ნოემბერი, ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, სულხან მოლაშვილის წამება, სამგორში ჩაცხრილული ბიჭები, პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და, რა თქმა უნდა, ქართველი გმირი სერჟანტი როინ შავაძე, რომლის დაუნდობელი მკვლელობა ,,ნაციონალური მოძრაობის” სხვა მრავალი უღმერთობისაგან ნეგატიურად გამორჩეულია და ყველა ჭეშმარიტი ქართველის სულს აღაშფოთებს.

შავაძის საქმეზე არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 2020 წლის გაზაფხულზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა და საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოსდა, არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად, გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

მთლიანობაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შავაძის მკვლელობის საქმეზე საქართველოს პროკურატურამ სამართალი ნამდვილად აღადგინა, როდესაც როინ შავაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ მსჯავრედებული იქნა არაერთი ყოფილი სპეცრაზმელი და კუდის თანამშრომელი,ზოგიერთი კი უშუალოდ ძებნილიც გახდა და დღემდე მართლმსაჯულებას ემალება.

ყველაზე მტკივნეული სერჟანტი როინ შავაძის საქმეში ზუსტად ის გახლავთ, რომ გარდა მისი ფიზიკური მკვლელობისა, ,,ნაცხროვამ” მოინდომა მისი სახელის ლაფში ამოთხვრა და მორალური განადგურება, რისთვისაც ჯერ კიდევ მუშნი ზარანდიას მიერ აპრობირებული მეთოდები გამოიყენეს და უბინძურესი ჭორები დაყარეს, თითქოს შავაძე იყო აგენტი და მტერს სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ შეეკრა, რაც როინისნაირი ვაჟკაცის ხსოვნისათვის ორმაგი მკვლელობაა – ერთი ფიზიკური და მეორე მორალური.

შავაძის მეუღლემ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში პირდაპირ დაადანაშაულა, როგორც შემკვეთი, როინის მკვლელობის საქმეში, პათოლოგი და ბუნების უნებლიე შეცდომა ყოფილი შსს-ს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც ჩვენი სანდო წყაროს ინფორმაციით, 2023 წლის ივლისის თვეში საქართველოდან თურქეთში გაიქცა, თუმცა ამჟამად პოლონეთში, პერიოდულად კი გერმანიაში იმყოფება. 

ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, როინ შავაძის ამ უღმერთო მკვლელობის ერთ-ერთი დამკვეთი სწორედ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილია.

,,ამ საქმეზე ბოლოს დაკავებულთაგან ერთ-ერთმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შედეგად პირდაპირ ამხილა მერაბიშვილი და ის დამკვეთთა შორის დაასახელა. ამიტომაც მერაბიშვილი გაქცეულია ქვეყნიდან და სავარაუდოდ, არც დაბრუნდება. ამ ამბავმა ფრიად ააღელვა მერაბიშვილის ის მხარდამჭერები ,,ნაციონალებში”, რომლებიც ამ პირის მიმართ მუქარებს და ზეწოლას არ იშურებენ. არის თუ არა მერაბიშვილი დასმული ძებნაზე, ამას ჯერ ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით, რომ საქართველოს პროკურატურა ყველა ზომას მიმართავს და ბოლომდე იბრძოლებს, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება დადგეს“,- ამბობს წყარო.

ვფიქრობთ, როინ შავაძის სახელი საქართველოს ისტორიაში დარჩება სიმბოლოდ გმირის გაწირვისა და იმ უღმერთობისა, რაც არასოდეს აღარ უნდა განმეორდეს. ამ მებრძოლის ბედისწერა რამდენადაც ტრაგიკულია, იმდენადვე სამაგალითოა მისი ოჯახის ბრძოლა სიმართლის აღსადგენად, რაშიც განსაკუთრებულად გამორჩეულია როინის მეუღლის ქალბატონი ციცინოს როლი.

ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, თავად ვანო მერაბიშვილი უკვე საქმის კურსშია, რომ მისი სახელი გამოძიების დროს უკვე გაჟღერდა, ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაცია ვანო მერაბიშვილისთვის შეეძლო მიეწოდებინა მხოლოდ მის მიერვე ძალოვან სტრუქტურებში დღემდე მომუშავე კარგად დაკომპრილ და საბოტაჟის მსურველ კადრებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება მხოლოდ იმ გარემოებებმა განაპირობა, რომ ამ მასალაში აღნიშნული ინფორმაცია მოსალოდნელი და სავარაუდო ბრალდებულისათვის ცნობილი გახდა.

შესაბამისად, ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მედიისათვის სხვა შემთხვევაში, მიუღებელი იქნებოდა დროზე ადრე ამ ტიპის სენსიტიური ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანა, რათა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის უნებლიედ ხელი არ შეგვეშალა.

p.s. ,,GEO NEWS” იხსნის პასუხისმგებლობას ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში სათანადო სანდო წყაროებისაგან მიღებული ინფორმაციის ავთენტიკურობაზე, რამეთუ, ამ ინფორმაციის ჟურნალისტური მეთოდებით ვერიფიკაციის არანაირი შანსი არ არსებობს. ამავდროულად, ამ მასალის გამოქვეყნების უდიდესი სტიმული გახლდათ ჩვენი წყაროებისადმი სანდოობა, რაც განპირობებულია ამ დრომდე მოწოდებული ინფორმაციების სიზუსტითა და აკურატულობით.

( გაგრძელება იქნება ) 

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor