
ექსკლუზივი : ,,PSP” ბრალდებებზე არ რეაგირებს – ოქრიაშვილი პასუხისმგებლობისგან თავის დასაცავად პოლიტიკურ სპეკულაციებზე მიდის და ,,წამებულის მანტიას” ირგებს…
ჩვენი მკითხველისათვის ცნობილია, რომ ,,GEO NEWS”– მა არაერთი საგამოძიებო მასალა გამოქვეყნა ფარმაცევტულ კომპანია ,,PSP”– ზე ( იხ: ,,ექსკლუზივი – ,,PSP” ფარულ კარტელურ გარიგებებში იმხილება” ? ექსკლუზივი – ,,PSP”-ს მფლობელს კახა ოქრიაშვილს უკიდეგანო სიხარბეში ადანაშაულებენ და ხალხის უკიდურეს გასაჭირზე კაპიტალიზებაში სდებენ ბრალს” ? ექსკლუზივი – ,,PSP”-ში ქაოსი სუფევს და ,,ყველას თავის ძვალი აქვს საღრღნელი”, ექსკლუზივი – ,,PSP” სირაქლემის პოზაშია, თუმცა მოსახლეობა პასუხს მოითხოვს”) , რაც ,,PSP”-ეს არაკონკურენტულ და საეჭვო ქცევას ეხებოდა, თუმცა პუბლიკაციები ბრალდებული კომპანიის მხრიდან ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დატოვებული – არავითარი პასუხი გაჟღერებულ ბრალდებებზე საზოგადოებას ჯერ არ მიუღია.
ფაქტია, რომ ამ კომპანიას მის მიმართ გამოქვეყნებულ არაერთ დასაბუთებულ ბრალდებაზე საპასუხო არაფერი აქვს – შესაბამისად, დუმილს ირჩევს და ,,ქვიშაში თავის ჩარგვას”.
ჩვენი მხრიდან, როგორც ადრეც გაუწყეთ, იყო ( მომავალშიც იქნება ) არაერთი მცდელობა კომპანიის მფლობელთან და მენეჯმენტთან რელევანტურ და აქტუალურ კითხვებზე პასუხების მიღებისა, რაც სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა და საბოლოოდ, კომპანიის პოზიცია მის მიმართ წაყენებული ბრალდებების გამო დღემდე უცნობია. ეს კი ზუსტად იმას გვაფიქრებინებს, რომ სათქმელი არაფერი აქვთ.
ასე რომ, სავარაუდოდ, ახლო მომავალში, ჩვენი იურისტები დიდი ალბათობით კონკურენციის სააგენტოში სათანადო რეაგირების მიზნით განაცხადს შეიტანენ და უკვე ამ სიბრტყეში გადაინაცვლებს ეს საკითხი, რისი აუცილებლობაც აშკარად სახეზეა. მით უფრო მაშინ, როდესაც ამ კომპანიის მფლობელი ბ-ნი ოქრიაშვილი უკვე მერამდენედ ახერხებს რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმებიდან ( ხან ,,ნაციონალები”, ხან ,,ქართული ოცნება” და ბოლოს, მაინც ,,ნაცხროვა” ) საქართველოს პარლამენტში ადგილის დაბევებას და მარადმწვანე პარლამენტარის სტატუსის ქონას.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, თითქოსდა, ეს კომპანია იყოს ერთადერთი ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელიც ამ სახის კანონდარღვევებს სჩადის, თუმცა ჩვენი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ მისი მფლობელი კახა ოქრიაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარი ქონების დასაგროვებლად და პასუხისმგებლობისაგან თავის დასაცავად, წმინდად პოლიტიკურ სპეკულაციებზე მიდის, თან ”პოლიტიკური ოპონენტისა და წამებულის მანტიას” ირგებს, მათ შორის იმის გადასაფარად, რასაც სინამდვილეში ,,PSP”-ში აკეთებენ – იქნება ეს პრეფერენციები აფილირებული საკურიერო სამსახურისათვის თუ სხვა სახის დიდი თუ პატარა თაღლითობები, რაზეც პასუხებს საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს. მათ შორის უხარისხო კოსმეტიკისა და ჰიგიენის საშუალებებზე და სხვა სახის ჩავარდნებზე, მით უფრო, თუ მფლობელი სხვადასხვა სახის სპეკულაციებს მიმართავს. მათ შორის თავს პოლიტდევნილადაც აცხადებდა და კიდევ სხვა ათასგვარ ხრიკებს მიმართავდა, რომ საზოგადოებრივი აღშფოთება გადაეფარა და პოლიტიკური ხრიკებით გაწაფულს, ქართული საზოგადოება კვლავაც მოეტყუებინა.
დაბოლოს, ავღნიშნავთ, რომ ამ ფარმაცევტულ კომპანიას ნამდვილად მოუწევს ჩვენს კითხებზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ჩვენმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და იურიდიულმა გუნდმა, ეს საქმე თითქმის დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საჩივრით მივმართავთ კონკურენციის სააგენტოს და იქ დავიცავთ მომხმარებლის ,,PSP”-ს მიერ შელახულ უფლებებს.
( გაგრძელება იქნება )
გიორგი კორძაძე, ქეთი ხომერიკი




