
- By Keti Khomeriki
- In პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს – „გამოკვლევაზე მივდივარ და აუცილებლად დავბრუნდები“
მოძრაობის „რუსთაველის გამზირი“ ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
„გამოკვლევაზე მივდივარ და მე აუცილებლად დავბრუნდები“, – განუცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტს.
ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, რომ „გარკვეული ცვლილებებია“.





