• February

    20

    2026
  • 58
  • 0
პაატა სალიამ კატარის ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

პაატა სალიამ კატარის ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ კატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პაატა სალიამ ალი იუსუფ აბდულრაჰმან ალმულას ელჩად დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას სისხლის სამართლის სფეროში და მის მნიშვნელობას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით.

„პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტებზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ციფრული მმართველობის განვითარების მიმართულებით. მინისტრმა განიხილა ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის როლი სახელმწიფო სერვისების, მართლმსაჯულების, ქონებრივი უფლებების სფეროში და მზადყოფნა გამოხატა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებისათვის. შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ კატარის ელჩი მიმდინარე წელს გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმზე მიიწვია, რომელიც 23-25 ივნისს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor