• January

    26

    2026
  • 100
  • 0
პაატა შავაძე : ,,ადამიანი, რომელიც გიორგი გვარაკიძეს „ვარლამად“ მოიხსენიებს, ავლენს ერთ რამეს – სრულ უცოდინრობას”

პაატა შავაძე : ,,ადამიანი, რომელიც გიორგი გვარაკიძეს „ვარლამად“ მოიხსენიებს, ავლენს ერთ რამეს – სრულ უცოდინრობას”

ცნობილი და გამორჩეული ადვოკატის, პაატა შავაძის თქმით, ადამიანი, რომელიც გიორგი გვარაკიძეს „ვარლამად“ მოიხსენიებს, ავლენს ერთ რამეს – სრულ უცოდინრობას.

პაატა შავაძე : ,,მას არც ის ცნობილი კინოფილმი უნახავს, არც პერსონაჟის სიმბოლური არსი ესმის და არც ის რეალური, სისხლიანი და უკომპრომისო უსამართლობა გაუგია, რაც სინამდვილეში იყო „ვარლამის“ ეპოქაში. მისთვის ეს სიტყვა ცარიელი ლანძღვაა, უაზრო იარლიყი, რომელსაც არგუმენტების ნაცვლად ისვრის.

ქალი წუწუნებს, რომ მისი შვილი ციხეში ზის და ეს მძიმეა, დიახ.

მაგრამ როცა ამას იმ ადამიანის ტრაგედიას უპირისპირებ, ვისაც შვილი სამუდამოდ მიწასა ჰყავს მიბარებული, ეს უკვე არა უვიცობა, არამედ მორალური სიბრმავეა.

ვინც ამ ორ ტკივილს ერთ სიბრტყეზე აყენებს, დაკარგული აქვს ელემენტარული ადამიანური საზომი.

შვილის ციხეში ყოფნა ტკივილია.

მაგრამ შვილის სიკვდილი – ეს არის სიცოცხლის ბოლომდე აუტანელი ტრაგედია და განაჩენი.

და ვინც ამას ვერ არჩევს, ვისაც არ შეუძლია გააცნობიეროს, რა ცეცხლი ტრიალებს შვილმკვდარი დედის გულში, მას არა აქვს არც თანაგრძნობა, არც სინდისი და არც უფლება, სხვებს მორალის ლექციები უკითხოს..

ამგვარი შედარებები არის შეურაცხყოფა არა კონკრეტული ადამიანის, არამედ თვით ტრაგედიის მიმართ.

ეს არის სიტყვების გაუფასურება, ტკივილის გაუბრალოება და რეალური ისტორიული უსამართლობის დაკნინება.

და ბოლოს, მკაფიოდ :

ვარლამი არ არის ბანალური მეტაფორა ყველასთვის, ვინც არ მოგწონს.
ვარლამი არის კონკრეტული ბოროტების სიმბოლო.
ვინც ამას ვერ ხვდება – ჯობია გაჩუმდეს, სანამ სხვის უბედურებას საკუთარ სიბეცეს ზედ არ მიაყოლებს”.

მოამზადა ქეთი ხომერიკმა

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor