• January

    26

    2026
  • 59
  • 0
პაატა შავაძე : ,,ირაკლი კობახიძის ინიციატივა არ არის პოპულისტური – ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც განათლებას აბრუნებს ხარისხის, დისციპლინის და პასუხისმგებლობის ჩარჩოში” 

პაატა შავაძე : ,,ირაკლი კობახიძის ინიციატივა არ არის პოპულისტური – ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც განათლებას აბრუნებს ხარისხის, დისციპლინის და პასუხისმგებლობის ჩარჩოში” 

პაატა შავაძის პასუხი ზოგიერთ ვაი ,,პრაფესორს” !

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი განათლების რეფორმა არ არის სპონტანური ექსპერიმენტი – ეს არის დაგვიანებული, მაგრამ აუცილებელი სისტემური ჩარევა იმ ქაოსში, რაც წლების განმავლობაში „რეფორმების“ სახელით დამკვიდრდა უმაღლეს განათლებაში.

პაატა შავაძე : ,,ჯერ ერთი, ფაკულტეტების კონცენტრაცია ერთ ქალაქში არ არის კონკურენციის განადგურება, როგორც ამას ზოგიერთი მიზანმიმართულად ასაღებს. ეს არის რესურსების ოპტიმიზაცია.

დღეს საქართველოში გვაქვს ათეულობით უნივერსიტეტი, რომლებიც ერთსა და იმავე სპეციალობას ასწავლიან, მაგრამ ვერც აკადემიურ ხარისხს უზრუნველყოფენ და ვერც პრაქტიკულ შედეგს. ასეთი „კონკურენცია“ რეალურად იწვევს დიპლომების ინფლაციას და არა განათლების ხარისხის ზრდას.

მეორე – უნივერსიტეტების დაფინანსებისა და საგრანტო სისტემის შეცვლა არის პირდაპირი დარტყმა ფორმალიზმსა და ფიქციურ აკადემიზმზე.

სახელმწიფო ვალდებულია დააფინანსოს ხარისხი და არა რაოდენობა.

თუ უნივერსიტეტი ვერ ამზადებს კონკურენტუნარიან კადრს, მას არ უნდა ჰქონდეს ავტომატური წვდომა ბიუჯეტზე მხოლოდ იმიტომ, რომ „უნივერსიტეტია“.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას საბჭოთა პერიოდზე – აქაც ადგილი აქვს შეგნებულ მანიპულაციას.

საბჭოთა სისტემა არ ფასდება იდეოლოგიურად, არამედ ინსტიტუციური თვალსაზრისით : მაშინ არსებობდა მკაფიო აკადემიური სტანდარტები, ძლიერი საბაზო მეცნიერებები და პასუხისმგებლობა შედეგზე.
ამ გამოცდილების რაციონალური ანალიზი არ ნიშნავს საბჭოთა სისტემის აღდგენას – ეს ნიშნავს წარმატებული ელემენტების გამოყენებას თანამედროვე რეალობაში.

მისაღები ადგილების შემცირება კი ყველაზე არაპოპულარული, მაგრამ ყველაზე გულწრფელი ნაბიჯია.

უნივერსიტეტი არ არის სოციალური თავშესაფარი.

თუ აბიტურიენტს არ აქვს საკმარისი აკადემიური მზაობა, მისი უნივერსიტეტში „შეტენა“ მხოლოდ სტატისტიკის გასალამაზებლად არის დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობა, როგორც სტუდენტის, ისე სახელმწიფოს მიმართ.

დღეს ქვეყანას სჭირდება :

• ნაკლები, მაგრამ ძლიერი უნივერსიტეტები;
• ნაკლები, მაგრამ უკეთ მომზადებული კადრები;
• დიპლომი, რომელსაც რეალური ფასი აქვს და არა ქაღალდი, რომელიც არაფერს ნიშნავს.

ამ რეფორმას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც წლებია სარგებლობენ დაბალი სტანდარტებით, ფორმალური აკრედიტაციებით და რაოდენობაზე აგებული ბიზნესმოდელით.

სწორედ ამიტომ არის ეს რეფორმა ასეთი მტკივნეული და სწორედ ამიტომ არის ის საჭირო.

ირაკლი კობახიძის ინიციატივა არ არის პოპულისტური – ეს არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც განათლებას აბრუნებს ხარისხის, დისციპლინის და პასუხისმგებლობის ჩარჩოში”. 

P.S. ჩვენ სრულად ვიზიარებთ, ბატონი პაატას, პოზიციას და მხარს ვუჭერთ.

მოამზადა ქეთი ხომერიკმა

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor