• January

    16

    2026
  • 102
  • 0
პაატა შავიშვილი – მოსახლეობის აღწერის საბოლოო და უფრო დეტალური შედეგები მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდება

პაატა შავიშვილი – მოსახლეობის აღწერის საბოლოო და უფრო დეტალური შედეგები მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდება

მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, 2025 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდა წინასწარი მონაცემები, რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 3 914 000 ადამიანი, – ამის შესახებ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, პაატა შავიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წელს, აპრილის ბოლოსკენ გამოქვეყნდება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზე, ხოლო 2026 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება სხვა დანარჩენი ინფორმაცია.

„მონაცემები გამოქვეყნდა ქალაქის, სოფლის, მუნუციპალურ ჭრილში, თუმცა ეს იყო წინასწარი მონაცემები. წელს, აპრილის ბოლოსკენ გამოქვეყნდება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა მუნიციპალიტეტების და რეგიონების დონეზე, ხოლო 2026 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნდება სხვა დანარჩენი ინფორმაცია, რომელიც ეხება მოსახლეობის ეროვნებას, განათლებას, ქორწინებით მდგომარეობას, დასაქმება-უმუშევრობის შესახებ ინფორმაციას. ამასთან ერთად, გამოქვეყნდება მონაცემები მოსახლეობის საბინაო პირობების შესახებ და, რაც მთავარია, გამოქვეყნდება მონაცემები სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ, რომელიც მოიცავს მიწის ფართობს, პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობას და ა.შ.“ – განაცხადა პაატა შავიშვილმა.

მისი თქმით, აღწერის ისტორიაში პირველად იყო დიგიტალიზაციის 100-პროცენტიანი პროცესი.

„ჩვენ მონაცემები არ შეგვიგროვებია ქაღალდის კითხვარის მეშვეობით. პროცესი იყო ორ ნაწილად განაწილებული. პირველ ეტაპზე განხორციელდა თვითრეგისტრაცია მოსახლეობის მიერ და შემდგომში უკვე ჩვენმა ინტერვიუერებმა პლანშეტების გამოყენებით ჩაატარეს კარდაკარ აღწერა. ამასთან ერთად, ჩვენ გამოვიყენეთ ადმინისტრაციული წყაროები გარკვეული მონაცემების შესავსებად და დარწმუნებულები ვართ, რომ მონაცემები წარმოადგენს 100-პროცენტიან სიზუსტეს, რადგან გადადარდა სხვადასხვა წყაროს მონაცემები“, – განაცხადა პაატა შავიშვილმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor