• August

    9

    2024
  • 85
  • 0
პალესტინელი ექიმების ცნობით, ღაზის სექტორში ორ სკოლაზე საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს დაარტყეს

პალესტინელი ექიმების ცნობით, ღაზის სექტორში ორ სკოლაზე საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს დაარტყეს

ისრაელის მხრიდან ღაზის სექტორში მდებარე ორ სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 15 პალესტინელი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ პალესტინელ სამედიცინო პერსონალზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს „ჰამასის“ სამეთაურო და საკონტროლო ცენტრებს, რომლებიც განლაგებული იყო ღაზაში მდებარე აღნიშნულ ორ სკოლაში. ამასთან, ისრაელის მხარემ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.

„„ჰამასის“ ტერორისტები და მეთაურები სკოლების შენობებს იყენებდნენ, როგორც სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებს, საიდანაც ისინი გეგმავდნენ და ახორციელებდნენ თავდასხმებს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებზე და ისრაელის სახელმწიფოზე“, – აღნიშნავენ ისრაელის სამხედროები.

თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ნანგრევების ქვეშ პალესტინელები გადარჩენილებს ეძებენ. დაშავებული მცირეწლოვნები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor