• August

    12

    2024
  • 68
  • 0
პალესტინური მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასი დღეს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

პალესტინური მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასი დღეს რუსეთში ჩავა და ვლადიმერ პუტინს შეხვდება

პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერი მაჰმუდ აბასი დღეს რუსეთში ჩავა.

პალესტინური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, მაჰმუდ აბასი 13 ივლისს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. პალესტინის ადმინისტრაცია იუწყება, რომ მაჰმუდ აბასი ვლადიმერ პუტინთან ერთად განიხილავს გზებს, რათა მხარი დაუჭიროს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის შეჩერებას და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ მიწოდებას.

მედიის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზები ყველა სფეროში. როგორც პალესტინური მედია წერს, მაჰმუდ აბასი მადლობას გადაუხდის რუსეთს პალესტინისა და ხალხის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა დონესა და ყველა საერთაშორისო ფორუმზე.

2021 წლის შემდეგ ეს მაჰმუდ აბასის პირველი ვიზიტია მოსკოვში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor