• October

    12

    2023
  • 81
  • 0
პარიზში აკრძალული მიტინგის დასაშლელად, რომელიც პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში აკრძალული მიტინგის დასაშლელად, რომელიც პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად გაიმართა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა

პარიზში პალესტინელი ხალხის მხარდასაჭერად აკრძალული მიტინგის დასაშლელად საფრანგეთის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პარიზის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი შეკრებები „სავარაუდოდ გამოიწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“, ამიტომ პარიზში მსგავსი დემონსტრაციის ჩატარება აიკრძალა.

აკრძალვის მიუხედავად, რამდენიმე ასეული პროპალესტინელი დემონსტრანტი შეიკრიბა პარიზის ცენტრში ცალკეულ ჯგუფებად. დემონსტრანტები სკანდირებდნენ „მკვლელი ისრაელი“ და „თანამზრახველი მაკრონი“, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო ისრაელზე თავდასხმა და სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს.

ამ კვირის დასაწყისში „ჰამასმა“ მუსულმანურ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდა.

პარიზთან ერთად, ანტისემიტური განცხადებებისა და ძალადობის განდიდების რისკის გამო, პალესტინელების მხარდამჭერი აქციები აკრძალა ბერლინის პოლიციამაც.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor