• October

    7

    2023
  • 107
  • 0
პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდა იგეგმება

პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდა იგეგმება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ექნება.

აღნიშნული ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის ინიცირება 9 ოქტომბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

მოქმედი რეგლამენტით, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის ასეთ პროცედურა შემდეგია: პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან. ცვლილებებით, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის დასრულების შემდეგ, ტრიბუნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დაიკავებს.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს. რეგლამენტში შედიც ცვლილება, რომლითაც, თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერების რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში შედის, რომლის გათვალისწინებით, ხუთი ვიცე-სპიკერის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს შვიდი მოადგილე ეყოლება.

ცვლილებებით, სამი მოადგილის არჩევა მოხდება საპარლამენტო უმრავლესობიდან და სამი მოადგილის კი, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციებიდან.

მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის სპიკერატში უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის ორ-ორი კვოტაა განსაზღვრული, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილი ორი ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ერთი ვიცე-სპიკერის კვოტა ვაკანტურად რჩება.

შეგახსენებთ, მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას გია ვოლსკი იკავებს. უმრავლესობის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო არიან არჩეული. ოპოზიციიდან კი „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე. ოპოზიციისთვის განკუთვნილია კიდევ ერთი კვოტა, რომელიც ვაკანტური ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ ვაკანტური გახდა და იქ ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა მას უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor